2 0 : 0 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოსბანკის მხარდაჭერით „ბალავარი ჯგუფი“ რეგიონებში კიდევ 3 სკოლას ააშენებს

საქართველოს ბანკი სამშენებლო სექტორის ხელშეწყობის ფარგლებში პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით,კომპანია „ბალავარი ჯგუფი" აქტიურად აგრძელებს დეველოპერული და სამშენებლო პროექტების განხორციელებას. ახლახან ჯგუფმა მარნეულის მუნიციპალიტეტში, ქუთლიარის, შულავერისა და კასუმლოს საჯარო სკოლების მშენებლობა დაასრულა. მალე კომპანია კიდევ 3 ლოკაციაზე, კერძოდ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმისსა და ყიზილაჯლოში, და მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპანახჩიში დაასრულებსსკოლების რეაბილიტაციას. პროექტის ჯამური ღირებულება 16,5 მლნ. ლარს უტოლდება.

აღსანიშნავია, რომ შენობები ენერგო ეფექტურია და სრულად არის ადაპტირებული შშმ პირებებისთვის. გარდა ამისა, სკოლები აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიის სახანძრო სისტემებით და ტერიტორიაზე განთავსებულია როგორც შიდა საკონცერტო დარბაზები, ასევე გარე სპორტული მოედნები და ვენტილირებადი სპორტული დარბაზები.

ჯგუფი 200-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს და უკვე წარმატებით აქვს დასრულებული 15-ზე მეტი პროექტი, მათ შორის დეველოპერული პროექტები მუხიანში, სამგორსა და ვაზისუბანში.

„უკვე 5 წელია „ბალავარი ჯგუფი" საქართველოს ბანკთან პარტნიორობს, ამ დროის განმავლობაში კი ჩვენ შევძელით როგორც დეველოპერული, ასევე არაერთი სამშენებლო პროექტის განხორციელება. ბანკის მხარდაჭერით ჩვენვაგრძელებთ როგორც სკოლების სარეაბილიტაციო, ასევედეველოპერულ პროექტებს, კერძოდ, ვაზისუბანში და გობრონიძის ქუჩაზე მიმდინარე 3 კორპუსის მშენებლობას. სამომავლოდ კი „ბალავარი ჯგუფი" ლისზეც გეგმავს სამშენებლო პროექტებს", - აცხადებს გეგა ტოფაძე, ბალავარი ჯგუფის გენერალური დირექტორი

„საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის ერთგული პარტნიორი, კვლავ აგრძელებს ეკომონიკურად გამართული ბიზნეს-პროექტების მხარდაჭერას. „ბალავარი ჯგუფის" და საქართველოს ბანკის პარტნიორობის ფარგლებში უკვე დასრულდა არაერთი დეველოპერული თუ სკოლის სარეაბილიტაციო პროექტი.ჩვენ ვაგრძელებთ მდგრადი ბიზნესის გაძლიერებას, რათა ერთად შევქმნათ კიდევ უფრო მეტი ახალი სამუშაო ადგილი, რაც დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღებაზე",- განაცხადა ვალერი ნარსიამ, საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების დირექტორის მოადგილემ.

კომპანიის შესახებ:
"ბალავარი ჰოლდინგი" არის სრული მომსახურების საკონტრაქტო კომპანია, რომელიც სპეციალიზირებულია ყველა სახის სამშენებლო პროექტში: მათ შორის - საცხოვრებელი და კომერციული, დიდი და მცირე სამშენებლო პროექტები. კომპანიას გააჩნია მშენებლობის ყველა ფაზის მართვის მდიდარი გამოცდილება და ძირითადი ქვეკონტრაქტორებისა და კონსულტანტებისძლიერი გუნდი, შენობების სტრუქტურული ანგარიში, სამშენებლო სამუშაოების შესრულება, პროექტის განვითარება, ინტერიერის და ექსტერიერის დიზაინი, სარემონტო სამუშაოების შესრულება.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები