0 0 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ვინ არის აბაშიძეზე, აივნიდან გადავარდნილი მოზარდი – გოგონას ახლობლები იხსენებენ

13 წლის მოზარდი, რომელიც თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულიდან გადავარდა, ნია გოგიჩაიშვილია. Itv.ge- ი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ფაქტის გამო და სამძიმარს უცხადებს ოჯახს, ასევე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დეკანის მოადგილეს, პროფესორ ჯემალ გაბელიას – ნია მისი შვილიშვილია.

აივნიდან გადავარდნისთანავე ნია გოგიჩაიშვილი კლინიკაში გადაიყვანეს. მან რამდენიმე საათს იცოცხლა – ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

“საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი შეძრა იმ უმძიმესმა ტრაგედიამ, რაც პროფესორ ჯემალ გაბელიას ოჯახში დატრიალდა…მისი 13 წლის შვილიშვილი ნიჭიერი, წარმატებული ულამაზესი ნია გოგიჩაიშვილი გამაოგნებელმა ბრმა , ტრაგიკულმა შემთხვევამ იმსხვერპლა…უკან დარჩა ნიას განუხორციელებელი ოცნებები , ნათელი ხვალინდელი დღე…ის ხომ ჩვენი ქვეყნის მომავალი დღე იყო…ნათელი დაგადგეს ზეციურ საქართველოში უდროოდ გაფრენილო სიცოცხლევ, სადაც ყველაფერი შენი სულივით წმინდა და სპეტაკია…” – წერენ ნია გოგიჩაიშვილის ახლობლები “ფეისბუქზე”.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები