2 1 : 4 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“ ჭადბურთი“ სპორტმშენის გამარჯვებულია

ახალი სპორტის სახეობა, რომელიც სპორტმშენის ფარგლებში შეიქმნა და გამარჯვებულის სტატუსიც მოიპოვა "ჭადბურთია" . ჭადბურთი - ეს არის ინტელექტალური და სტრატეგიული თამაში ბურთის სროლის ელემენტებით.

აჭარაბეთი, როგორც ინოვატორი კომპანია მუდმივად გამოირჩევა სიახლეებით და მომხარებლებს შესთავაზა ისეთი პროექტი, რომელსაც ანალოგი არ გააჩნია. სპორტმშენი არის პროექტი, რომელმაც სპორტის მოყვარულებს მისცა უნიკალური შანსი, გამხდარიყვნენ პროექტის მთავარი შემოქმედები და შეექმნათ ახალი სპორტი.

პროექტისთვის შეიქმნა სპეციალური ვებპლატფორმა sportmsheni.ge, სადაც მონაწილეებმა ატვირთეს საკუთარი იდეები და ასევე, მიიღეს ინსპირაციას ჟიურის წევრებისგან ახალი სპორტის მოსაფიქრებლად.
პროექტს ჰყავდა სპეციალური ჟიური, რომელმაც შეაფასა კონკურსანტების იდეები და გამოავლინა 12 ნახევარფინალისტი. ჟიურის წევრები იყვნენ: სტელა ანდრიუკი, ირმა ხეცურიანი, გურამ თუშიშვილი, გივი ბაქრაძე, გიორგი ავალიანი, გიგა წიბახაშვილი, გიორგი სარიშვილი, ვახტანგ მდივანი და ჯუბა გრიგოლია.
12 ნახევარფინალისტიდან ჟიურიმ შეაფასა კონკურსანტების იდეები დაგამოავლენა 3 ფინალისტი, რომლებსაც გადაეცემა ფულადი პრიზები: 2,000₾, 5,000₾ და 10,000₾.
მეორე ადგილზე გავიდა რევაზ კლდიაშვილი - „ფინგერშიპა", რომელიც არის სამაგიდო თამაში ორი მოთამაშისთვის.
მესამე ადგილი კი დაიკავა ირაკლი ჯღარკავამ "როლიკროსი", რომელიც გუნდური სპორტია, სადაც ერთმანეთს 5 წევრისგან შემდგარი ორი გუნდი ეთამაშება. თამაში მიმდინარეობას ფუტზალის სტადიონზე, მიზანი კი ოთხბორბლიანი როლიკებით ბურთით მანევრირებაა და მოწინააღმდეგის კარში ბურთის გატანაა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები