0 4 : 5 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

შაორის ტბაზე ექსკურსიაზე წასული 14 წლის მოსწავლე ფოტოს გადაღებისას ტბაში ჩავარდა

შაორის ტბაში 14 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს. შემთხვევა დღეს, რამდენიმე საათის წინ მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ბიჭი დედასთან, კლასელებლთან და მასწავლებლებთან ერთად ექსკურსიაზე იმყოფებოდა. ის სურათის გადასაღებად ქვაზე ავიდა, ფეხი დაუცდა და გადავარდა. ტბაში სამაშველო სამუშაოები რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
გარდაცვლილი მოზარდის ცხედარი მაშველებს ტბიდან ამ წუთებში ამოჰყავთ. ცხედარს ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენებენ.
არსებული ინფორმაციით, მოზარდი რაჭაში ექსკურსიაზე საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორეთის სკოლიდან იმყოფებიდა.

წყარო: მშობლები.ჯი

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები