0 6 : 0 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რა სიმპტომები მიგვანიშნებს ინდურ შტამზე – პაატა იმნაძე

ინდური შტამი ძალიან სწრაფად ვრცელდება. მისი სიმპტომატიკაც ცოტათი განსხვავდება, მას უფრო მეტი სურდო შეიძლება ახასიათებდეს, ვიდრე სხვა შტამებს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „იმედის დილაში“ განაცხადა.

მისი თქმით, ინდური შტამი უფრო ჰგავს ჩვეულებრივ გაციებასა და გრიპისმაგვარ დაავადებებს.

პაატა იმნაძე:

„ეს თავის მხრივ სახიფათოა, შეიძლება ადამიანმა ყურადღება არ მიაქციოს, განსაკუთრებით ახალგაზრდებმა, რადგან შეიძლება ვირუსი გაციების სიმპტომებით მიდიოდეს, თვითონ ახალგაზრდებისთვის, საბედნიეროდ, ჯერ კიდევ არ არის მძიმე მიმდინარეობის, მაგრამ ეს შეიძლება მათი უფროსი ასაკის ოჯახის წევრებისთვის საბედისწერო აღმოჩნდეს“

კომენტარები

მსგავსი სიახლეები