2 0 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„სოკარის“ მხარდაჭერით შშმ პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით მრავალფეროვანი ღონისძიება ჩატარდა

ახალგაზრდული მედიაკავშირის ორგანიზებითა და კომპანია „სოკარის“ მხარდაჭერით, პროექტის „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ ფარგლებში მრავალფეროვანი ღონისძიება გაიმართა, რომელიც14 ივნისს - შშმ პირთა უფლებების დაცვის დღეს უკავშირდება. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სამშვიდობომისიებშიდაჭრილმაჯარისკაცებმა,ომისვეტერანებმადაშშმპირებმა.

ჩატარდა ტურნირი ეტლით მოსარგებლე პირთა მონაწილეობით, სპორტული ცეკვების მინი ფესტივალი და ინტეგრირებული ველომარათონი. სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებმა შშმ მიმართულებით 1 წლის განმავლობაში მიმდინარე პროცესები შეაჯამეს. დღის ბოლოს კი შშმ პირთა და ცნობილი სახეების მონაწილეობით კონცერტი ჩატარდა.

კომპანია „სოკარი“პროექტს „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ მხარს უკვე მესამე წელია უჭერს. პროექტის აქტივობებში ყოველწლიურად 500 ზე მეტი შშმ პირი, დაჭრილი სამხედრო მოსამსახურე და ვეტერანი მონაწილეობს. პროექტი ხელს უწყობს მათთვის აქტიურ ცხოვრებაში დარჩენის მოტივაციის ამაღლებას და მათი შესაძლებლობების წარმოჩინებას სპორტის სხვადასხვა სახეობაში.

პროექტი „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ ხელს უწყობს გაეროს 2006 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციის 30-ე მუხლის იმპლემენტაციას. პროექტის მიზანია კონვენციის იმპლემენტაციის აღსრულების ხელშეწყობა საქართველოს მასშტაბით და შშმ პირთა საზოგადოებაში თანაბარ–უფლებრივი მდგომარეობის დამკვიდრება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები