2 0 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„ეფეს საქართველოს“ კამპანია გენდერული თანასწორობის მხარდასაჭერად

 

„მოხარული ვარ, რომ  „ანადოლუ ეფესის“ გუნდის წევრი ვარ, რომელიც ასრულებსგაეროს მდგრადი განვითარების მე-5 მიზანს  გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებით!“ - ამ ფრაზითდაიწყეს შიდა სოციალურ ქსელში კამპანია - გამოწვევა „ანადოლუ ეფესის“ გუნდის წევრებმა  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

კამპანიის ფარგლებში, რომლის მიზანია გენდერული თანასწორობის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ ცნობიერების ამაღლება, „ეფეს საქართველო“ ასევე მხარს უჭერს ადგილობრივ ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციებს: „უკეთესი მომავლისთვის“  და „ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის მცხეთა-მთიანეთის კომიტეტს“, რომლებიც საკმაოდ წარმატებით  მუშაობენ მცხეთის მუნიციპალიტეტშიქალთა განვითარებისა და გაძლიერების მიმართულებით.

„ეფეს საქართველო“ აღნიშნულ ორგანიზაციებს დაეხმარა ცენტრის მოწყობაში, აუცილებელი ინვენტარის შეძენასა და ტექნიკურ აღჭურვილობაში, ასევე ორგანიზაციის დაქვემდებარებში არსებული  ტიხრულიმინანქრისსახელოსნოს„იკორთას“, წარმოებისთვის საჭირო ნივთების, მასალების შეძენაში, რათა კიდევ უფრო მეტად განავითარონ საქმიანობა და კიდევ უფრო მრავალფეროვანი იყოს  მათ მიერ წარმოებული პროდუქცია.

“ეფეს საქართველო“ კორპორაციულ მდგრადობასთან დაკავშირებით,მსოფლიოს უდიდესი ინიციატივის - გაეროს გლობალური ხელშეკრულების წევრია, რომელიც ხელს უწყობს მდგრად და ინკლუზიურ გლობალურ ეკონომიკურ განვითარებას.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები