0 5 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

როდის განიხილავენ “კომენდანტის საათის” მოხსნას? – თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის და საკოორდინაციო საბჭო ეპიდემიოლოგიურ ვითარებას თვის ბოლომდე დააკვირდება.

როგორც გაბუნიამ აღნიშნა, ქვეყანაში შემცირდა პირბადის მოხმარების მაჩვენებელი, რაც ინფიცირების რისკებს ზრდის.

„ჯერჯერობით, უნდა დავაკვირდეთ და შევინარჩუნოთ ეს კლებადი ტენდენცია, რომელიც ამ ეტაპზე გვაქვს. რა თქმა უნდა, ძალიან საყურადღებო და საფრთხილოა ახალი შტამების გავრცელების ტენდენცია, ასევე, ნიღბის გამოყენების მაჩვენებელიც ცოტათი შემცირდა და ესეც საფრთხილოა.

თვის ბოლომდე ვნახოთ, რა სურათი გვექნება და ამის მიხედვით მიიღება გადაწყვეტილება სხვა დანარჩენი შეზღუდვების შემსუბუქების შესაძლებლობაზე“, – განაცხადა გაბუნიამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები