2 1 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„აჭარაბეთის“ მხარდაჭერით ტექბოლის პირველი ოფიციალური ტურნირი გაიმართა

29-30 მაისს , თბილისში ე.წ მარაკანას სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს ტექბოლის ფედერაციის ორგანიზებით, გაიმართა პირველი ოფიციალური ტურნირი ტექბოლში.

 

ტურნირი ჩატარდა ერთეულთა და წყვილთა თანრიგებში . ერთეულთა თანრიგში მონაწილეობა მიიღო 16 მონაწილემ და გაიმარჯვა მიხეილ მუშკუდიანმა , ხოლო წყვილთა თანრიგში 16 მონაწილე წყვილიდან საუკეთესოები აღმოჩნდნენ დავით გამბაროვი და საბა მახათაძე .

 

გამარჯვებული მოთამაშეეები დაჯილდოვდენენ ფულადი პრიზებით.

 

საქართველოს ტექბოლის ფედერაცია 2018 წლის 8 აგვისტოს დაფუძნდა და მალევე, 2018 წლის 19 ოქტომბერს გახდა ტექბოლის საერთაშორისო ფედერაციის ფიტეკის წევრი. ტექბოლი აღიარებულია 2 კონტინენტური ოლიმპიური ასოციაციის მიერ (OCA, ANOCA), ასევე იგი არის მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს წევრი (WADA).

 

ტექბოლი უნგრეთში შეიქმნა 2017 წელს და არის ფეხბურთზე დაფუძნებული სპორტი, რომელიც ძალიან პოპულარული გახდა ახალი თაობის სპორტსმენებში. ტექბოლის თამაშისთვის აუცილებელია სპეციალური მრუდე მაგიდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები