2 2 : 1 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თიბისის მხარდაჭერით, „კრწანისი რესორტ რეზიდენსის" IV ფაზა შენდება

საცხოვრებელი კომპლექსის - "კრწანისი ვილა რეზიდენსის" ახალი სივრცის - „კრწანისი რესორტ რეზიდენსის" IV ფაზა, თიბისის მხარდაჭერით შენდება. 24 მაისს, მრავალფუნქციური უბნის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაიდო. დეველოპერული პროექტის პრეზენტაცია ბიზნესსექტორისა და მთავრობის წარმომადგენლების წინაშე შედგა.

თიბისის მხრიდან, „კრწანისი ვილა რეზიდენსის" ჯამური დაფინანსება 21,5 მილიონ დოლარს შეადგენს, უშუალოდ „კრწანისი რესორტ რეზიდენსის" IV ფაზის კი - 5 მილიონ დოლარს.

ინოვაციური პროექტი - „კრწანისი რესორტ რეზიდენსი" საცხოვრებელ ზონასთან ერთად, საგანმანათლებლო, სპორტულ და გასართობ ინფრასტრუქტურას მოიცავს. უბნის 70% რეკრეაციული ზონისგან შედგება. საცხოვრებელი კომპლექსის შიდა ტერიტორიაზე გადაადგილება მხოლოდ გოლფის მანქანებით, საფეხმავლო და ველობილიკებით იქნება შესაძლებელი. ტერიტორიაზე უკვე დასრულდა 1 ჰექტარი ფართობის სკვერის მოწყობა.

„კრწანისი რესორტ რეზიდენსის" IV ფაზის სამშენებლო ნაწილს, კომპანია „დომუს ქონსთრაქშენი" ახორციელებს.

„კრიზისული პერიოდის მიუხედავად, დეველოპერულ სექტორში პროექტების განხორციელება მაქსიმალურად შენარჩუნდა. მოხარულები ვართ, რომ თიბისის მხარდაჭერით, მიმდინარე პროექტების პარალელურად, არაერთი ახალი ინიციატივა დაიგეგმა. სწორედ ამის მაგალითია „კრწანისი რესორტ რეზიდენსის" მულტიფუნქციური უბანი, რომლის სახითაც, ქალაქში სრულიად განსხვავებული კონცეფციის სივრცე გაჩნდება. თიბისი სამშენებლო და დეველოპერული სექტორის #1 მხარდამჭერია და ამ მიმართულებით ჩვენი ჯამური ინვესტიცია 722 მილიონ ლარს შეადგენს. თიბისიში დეველოპერული და უძრავი ქონების კომპანიების მხარდასაჭერად, ერთიანი სისტემა შევქმენით, რომელიც გულისხმობს სრულ ჯაჭვს მშენებლობის დაფინანსებიდან, მონიტორინგიდან და კონსულტაციებიდან - გაყიდვებამდე, რაც იპოთეკურ ცენტრს, დაფინანსების ინსტურმენტებსა და სხვადასხვა სახის შეთავაზებებს აერთიანებს", - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები