2 1 : 5 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„ვაცნობიერებთ ჩვენ წილ პასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშე, მზად ვართ გავაგრძელოთ საქმიანი დისკუსია ყველა დაინტერსებულ მხარესთან“ – „ენკას“ სპეციალური განცხადება

კომპანია „ენკა“ ნამახვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით დღევანდელ აქციას სპეციალური

განცხადებით ეხმაურება:

„გვსურს, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, როგორც ხეობის, ისე საქართველოს თითოეული მოქალაქის აზრი.

ვაცნობიერებთ ჩვენ წილ პასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშე და კიდევ ერთხელ საჯაროდ ვაცხადებთ, რომ მზად ვართ გავაგრძელოთ საქმიანი დისკუსია ყველა დაინტერსებულ მხარესთან.

მიგვაჩნია, რომ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია გამოვიყენოთ ნებისმიერი საქმიანი ფორმატი, დიალოგის ყველა შესაძლებლობა, რათა პასუხგაუცემელი არ დარჩეს არც ერთი პრობლემური კითხვა და ფაქტებსა თუ არგუმენტებზე დაყრდნობით დაგარწმუნოთ, რომ ნამახვანჰესის პროექტი არის ქართული საქმე, რომელიც ემსახურება რიონის ხეობის მაცხოვრებლების და მთელი ქვეყნის კეთილდღეობას“ - წერია განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები