2 1 : 0 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

რატომ შეხვდა რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი “რიონის მცველებს” და რატომ წააშლევინა ჟურნალისტს ფოტოები

რიონის ხეობაში, სადაც “ნამახვანჰესის” მშენებლობას აპროტესტებენ, რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი ილია ძოწენიძე კვლავ გამოჩნდა. თუმცა, ამჯერად, მედიის მიმართ აგრესიულობით გამოირჩეოდა. მაშინ, როცა ის “რიონის მცველებს” ხვდებოდა და მათთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა, მედიაჰოლდინგ “კვირას” გადამღები ჯგუფი პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, რა დროსაც რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი თავის თანამოაზრეებთან ერთად “კვირას” ოპერატორს თავს დაესხა და გადაღებული ფოტო და ვიდეო მასალის ნაწილი წააშლევინა. მიუხედავად ამისა, რამდენიმე ფოტოს გადაღება ჩვენმა ჯგუფმა მაინც მოახერხა.

 

როგორც “კვირას” ადგილობრივი კორესპოდენტი იტყობინება, აქციის ადგილზე შეკრებილები ჟურნალისტებს ემუქრებოდნენ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ.

 

მომხდართან დაკავშირებით, “ნამახვანჰესის” საწინააღმდეგო აქციის ორგანიატორები კი ამბობენ, რომ ძალადობას ემიჯნებიან, თუმცა მოსულ ხალხს ვერაფერს აუკრძალავენ.

 

ამასთან, “კვირამ” მოიპოვა სკანდალური აუდიოჩანაწერი, სადაც რუსი ბიზნესმენი ე.წ. “რიონის მცველებს” – მაკა სულაძესა და ვარლამ გოლეთიანს ესაუბრება. როგორც ჩანაწერიდან ირკვევა, მხარეები თანხმდებიან თუ რა კომენტარები უნდა გააკეთონ მედიასთან.

ილია ძოწენიძე: ჟურნალისტებს რა ვუთხრა, რომ მოგადგებიან კომენტარზე, ყველას ვიშორებ თავიდან.

ვარლამ გოლეთიანი: რა უნდა უთხრათ, ეგრე აქ ვასაძეც დადის და სხვა პოლიტიკოსებიც, მაგრამ ჩვენ ყველაზე ერთი პასუხი გვაქვს -ამ ეტაპზე არ გვინდა რამე გაფუჭდეს

ილია: მე თუ საქმეს ვაფუჭებ საერთოდ არ გამოვჩნდები

მაკა:  აქ ასე გაჩერება აღარ შეიძლება..

მოლაპარაკების შემდეეგ კი ილია ძოწენიძის ვიზიტს ვარლამ გოლეთიანი იმით ხსნის, რომ რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი იმ სოფლის მკვიდრია, სადაც აქციები მიმდინარეობს და მხოლოდ ამ მიზნით იმყოფებოდა ის ადგილზე.

 

“ჩვენ ღია და თავისუფალი ვართ, ილია ძოწენიძე გახლავთ იმ სოფლიდან, სადაც ახლა ჩვენ ვართ და როგორც ერთი მკვიდრი, სხვებივით, გულშემატკივრობს, ალბათ, პროვესს და იზიარებს ჩვენს პოზიციებს. ეს არის და ეს მხოლოდ. რაც შეეხება დახმარებებს და ა.შ. ჩვენ ზოგადად არ ვსაჭიროებთ და არასდროს არც მოდი გვითქვამს, რომ დაგვიდექით გვერდში, ჩვენ მოვუწოდებთ საზოგადოებას რომ დადგეს იქ სადაც უნდა იდგეს და არა ის, რომ ჩვენ დაგვიდგეს ვინმე პიროვნულად გვერდით. ამ ზოგადი მოწოდების ფარგლებში ყველა ადამიანი იგულისხმება, მაგრამ ამის იქით რომ ვიღაც ფნანსურად დაგვეხმაროს, ჩვენ არავის არაფერს ვთხოვთ. ვინც თვლის რომ უნდა დაეხმაროს პროცესს, შეუძლიათ დაეხმარონ”, – განაცხდა ვარლამ გოლეთიანმა.

წყარო: kvira.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები