0 9 : 5 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რეინფიცირება გახშირდა და ასეთი შემთხვევები მსუბუქად არ მიდის - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, 2 კვირის წინ არსებული მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების 5-მდე შემთხვევაა დადასტურებული.

როგორც ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგი აცხადებს, განმეორებით ინფიცირების შემთხვევები პაციენტებში მსუბუქად არ მიმდინარეობს.

"ე.წ. საეჭვო რეინფიცირებაზე გვქონდა რამდენიმე ათეული შემთხვევა, დაახლოებით 50-ზე ზემოთ. შემდეგ გაფილტვრით ამ რიცხვმა დაიკლო და ნამდვილი რეინფიცირება 2 კვირის წინანდელი მონაცემებით, დადგინდა 3 თუ 5 შემთხვევა. ტენდენცია გახშირდა და რეინფიცირების შემთხვევები არ მიდის მსუბუქად," - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები