2 2 : 1 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

წინანდლის მამული, თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით, გამოფენასა და პერფორმანსს - „მეხსიერების ფრაგმენტები“ უმასპინძლებს

წინანდლის მამული, თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით, გამოფენასა და პერფორმანსს -   „მეხსიერების ფრაგმენტები“  უმასპინძლებს. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ გოგი ალექსი-მესხიშვილის, სერგო ფარაჯანოვის და უტა ბექაიას შემოქმედებას.

გამოფენა 7 მაისს გაიხსნება და ერთ თვეს გაგრძელდება. 7 ივნისიდან კი, ერთი თვით, გამოფენა თიბისი კონცეპტის სივრცეში, მარჯანიშვილის 7 -ში გადაინაცვლებს. 

მთავარი ხაზი და კონცეფცია - ექსპერიმენტული თეატრის ხასიათი - სხვადასხვა სივცრცეების მონაკვეთებად დატვირთვა.  თეატრი როგორც თემა - მთელს სივრცესთან შინაარსობრივადაც ახლოს არის და ასევე, ბევრი კუთხით გაშლის საშუალებას გვაძლევს: სცენოგრაფია, კოსტიუმები, დეკორაციები, მუსიკა, ლაით არტი და ა.შ. რაც ცოცხალი და თანამედროვე ფორმით იქნება წარმოდგენილი და  დღესასწაულის ხასიათს დაუტოვებს სტუმრებს.

დაიხაზება სივრცის კონცეპტუალური გეგმა, რომელიც შენობის ნახაზზე იქნება აწყობილი და მაყურებელს მისცემს საშუალებას შოუს ნაწილად იგრძნოს თავი და  მოძრაობისას/თვალიერებისას უფრო მკაფიოდ აღიქვას კონცეფცია, შესაბამისად ექსპოზიციაც ნამუშევრის ფორმით იქნება წარმოდგენილი. სასტუმროს და გამოფენის სტუმრებისთვის, კონცეპტუალური რუკა ერთიანად შეკრულ სახეს მისცემს შოუს და  ასევე, სასტუმროს, ამფითეატრის, რესტორნის და სხვა სივრცეების ათვისებას შეუწყობს ხელს. 

აკადემიური გამოფენა

სერგო ფარაჯანოვისა და გოგი ალექსი-მესხიშვილის რამოდენიმე ნამუშევრის ერთიან სივრცეში წარმოდგენა კიდევ უფრო მკაფიოდ გაუსვამს ხაზს თეატრალურ ხასიათს, მათი შემოქმედების ურთიერთკავშირი წარმოქმნის საინტერესო ნარატივს და ორ ძალიან მნიშვნელოვან ხელოვანს, ერთი განსაკუთრებული რაკურსით წარმოაჩენს. ფარაჯანოვი და მესხიშვილი არაეთხელ გაერთიანებულან სხვადასხვა ნამუშევრებზე მუშაობისას. მათ შორის არის მნიშვნელოვანი კინო-ფილმი “აშიქ-ქერიბი”, რომლის მხატვარიც გ. მესხიშვილია (პრემია  „ფელიქსი“  საუკეთესო მხატვრის ნომინაცია, ევროპული კინოს აკადემია, ბერლინი). შესაბამისად მათი სინთეზი გამორჩეული იქნება. 

პერფორმანსი

პარალელურ რეჟიმში, წინანდლის მამულების პარკის ტერიტორიაზე, გაიმართება უტა ბექაიას ავტორობით თეატრალური წარმოდგენა- პერფორმანსი. გამოფენის გახსნის დღეს სტუმრებს მიეცემათ საშუალება შეიქმნან სადღესასწაულო განწყობა და გახდნენ თეატრალური დადგმის მონაწილეები. მთელი პარკის სივრცეში იქნება წარმოდგენილი რამოდენიმე სეტი, რაც დამსწრე საზოგადოებას მეტ სიბრჭყვილეს და სიცოცხლეს გადასცემს მისი საკარნავალო განწყობით, რაც პირველ რიგში, არტისტის მიერ ფარაჯანოვის შემოქმედების გადააზრების შედეგად, თეატრალურ შოუდ იქნება წარმოდგენილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები