2 1 : 4 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მამა ლევანისა (გოლეთიანი) და მეუფე სტეფანეს ერთობლივი პარაკლისი ტვიშში და ნამახვანჰესისის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები ჯვრის აღმართვაზე

სოფელ ტვიშში  მამა ლევან (გოლეთიანი) და მეუფე სტეფანე ერთობლივ პარაკლისს ატარებენ და ჯვარის აღმართვის ცერემონია მიმდინარეობს. (აღნიშნული მონაკვეთი არ შედის ჰესის განთავსების არეალში)

რა ხდება რიონის ხეობაში? რასთან დაკავშირებით ატარებენ ერთობლივ პარაკლისს პრორუსული პოლიტიკური პარტიის, პატრიოტთა ალიანსისი მხარდამჭერი მეუფე სტეფანე და მამა ლევანი ერთად? ვის მიერაა ორგანიზებული ღონისძიება და რატომ ესწრებიან მას  ნამახვანჰესისის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები?

"ჯვარს ჩვენ არ ვდგამთ, რაღაც მოძრაობაა, რომელიც დიდ ჯვრებს დგამს საქართველოს ყველა კუთხეში და საზღვრებზე და მათი ღონისძიებაა. ისინი ჯვარს დგამენ ტვიში.  ჩვენ კი ამოვედით აქ, რათა დავესწროთ. პარაკლისს ატარებს ადგილობრივი მამაო ლევან გოლეთიანი  და მეუფე სტეფანე, რომლის ლოცვა-კურთხევითაც იდგმება ეს ჯვარი". - აცხადებს „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა აქციის მონაწილე  მირზა ნოზაძე.

როგორც ირკვევა, ჯვრის აღმართვის ღონისძიება რიონის ხეობაში, მოძრაობა "ჯვაროსნული მსვლელობის" ინიციატივით იმართება. ცერემონიის დასრულების შემდეგ იქნება სუფრა, რომელიც, სპეციალურად, იქ მისმვლელებისთვის გამზადდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები