1 2 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საქართველოს ბანკი მომხმარებელს სრულად ციფრულ, პრაქტიკულ გადაწყვეტილებას - ონლაინ განვადებას სთავაზობს

 

 

26 აპრილი, 2021- საქართველოს ბანკი მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული პროდუქტების შეთავაზებას განაგრძობს. ამჯერად ბანკი სმარტ ფუნქციონალზე დაყრდნობით განახლებულ, მარტივ და პრაქტიკულ გადაწყვეტილებას- ონლაინ  განვადებას ნერგავს. პროდუქტის მიზანია მზარდი ონლაინ გაყიდვების ფონზე მხარი დაუჭიროს ბიზნესს გაძლიერებისთვის და მას ახალი შესაძლებლობა შეუქმნას. ამავდროულად, მომხმარებელს უფრო მოქნილი, კომფორტული და მთლიანად ციფრული გამოცდილება შესთავაზოს. 

 

ამიერიდან საბუთებისა თუ გრძელი განაცხადების წარდგენა აღარ არის საჭირო. საკმარისია, მარტივი პროცედურის გავლა. კერძოდ, ონლაინ მაღაზიაში სასურველი ნივთის შერჩევის შემდეგ მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს განვადების მისთვის მისაღები ვადა და ყოველთვიური შენატანის ოდენობა. განვადების მოთხოვნისთვის კი მომხმარებლმა უნდა გაიაროს ავტორიზაცია ონლაინ მაღაზიის ვებგვერდზევე ჩაშენებულ საქართველოს ბანკის ონლაინ განვადების პლატფორმაზე (მისივეიუზერითა და პაროლით). განაცხადზე პასუხს კი მომენტალურად მიიღებს. მნიშვნელოვანია, რომ რიგ შემთხვევებში, პასუხის მიღების შემდგომ ეტაპზეც კი, შესაძლებელია არჩეული პირობების შეცვლა და მყიდველის სურვილის მიხედვით მორგება. ასევე, მომხმარებელს განვადებისას აქვს შესაძლებლობა, ნივთის ღირებულების ნაწილი თანხა საკუთარი ფულით, ნაწილი კი განვადებით გადაიხადოს.  აღსანიშნავია, რომ მომხმარებელს, გარკვეული მიზეზით განვადების გაუქმების სურვილის შემთხვევაში, აქვს შესაძლებლობა, ყოველგავრი დამატებითი საბუთების წარმოდგენის გარეშე, მარტივად  მოითხოვოს განვადების გაუქმება და ეს პროცედურა მობილბანკიდან (განვადების გაფორმებიდან რამოდენიმე დღის ვადაში)განახორციელოს. ასევე, მობილბანკიდანვე აკონტროლოს განვადებების ისტორია და  გრაფიკი.   

 

რაც შეეხება მერჩანტებს, აღნიშნული პროდუქტისსაკუთარ პლატფორმაზე ინტეგრირებამაქსიმალურად გამარტივებულია. გარდა ამისა, ონლაინ განვადების ფარგლებში ბანკი ბიზნესსმიზნობრივ მომხმარებელთან დაკავშირებისშესაძლებლობას აძლევს. ეს მნიშვნელოვნადშეუწყობს ხელს შეთავაზებული პროდუქტის  ონლაინგაყიდვების ზრდას და ბიზნესის გაძლიერებას.  

 

„ონლაინ განვადების პროდუქტი მსოფლიოშიწამყვანი და წარმატებული განვადებებისგამოცდილებაზე დაფუძნებით შეიქმნა. შესაბამისად, მაქსიმალურად გავითვალისწინეთ როგორცმომხმარებლის, ასევე მერჩანტების საჭიროებები დაინტერესები და მაქსიმალურად მოვარგეთ მათ.  აღნიშნული განვადების ფარგლებში, მომხმარებელისასურველი პროდუქტის ყიდვას სწრაფად, მარტივად, კომფორტულად, სახლიდან გაუსვლელად, ბანკთანდა მაღაზიასთან კონტაქტის გარეშე და მისთვისხელსაყრელი პირობებით შეძლებს.  მერჩანტები კი  პირველ რიგში  პროდუქტის საკუთარ პლატფორმებზეინტეგრირებას, და ამავდროულად, პოტენციურმყიდველთან დაკავშირებას შეძლებენ.  ჩვენ არვჩერდებით და ვაგრძელებთ როგორცმომხმარებლისთვის, ასევე ბიზნესისთვის ახალიგადაწყვეტილებების შეთავაზებას“,- განაცხადა ნინო ხორგუანმა, საქართველოს ბანკი საცალო სეგმენტის მართვის დეპარტამენტის დირექტორმა.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს: 

https://bankofgeorgia.ge/ka/retail/loans/online-installment/

კომენტარები

მსგავსი სიახლეები