1 4 : 1 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დავით კოდუას პატიმრობა შეეფარდა

ცოლისა და შვილის ძალადობის ფაქტზე დაკავებულ ბიზნესმენს დავით კოდუას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ რომან ხორავამ გამოაცხადა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარე კოდუას აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას, პროკურატურა კი პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე სიტყვით ისარგებლა თავად ბრალდებულმაც და განაცხადა, რომ მისი მხრიდან ფიზიკურ ძალადობას არ ჰქონია ადგილი.

"მესამე სართულზე ავედი და ჩემთვის ვიჯექი, ვვახშმობდი და თვითონ ამოვიდა ემოციებით დატვირთული - "ამან თქვა, იმან თქვაო", ავდექი, ლიფტთან დაიწყო - არ წახვიდე, სად მიდიხარო... ლიფტთან წავიქეცი და "შირმას" დავეჯახე, უხერხულიცაა ამაზე საუბარი. მაკავებდნენ, „კომენდატის საათი“ იყო და არ უნდოდათ წავსულიყავი, არ მინდოდა კონფლიქტი და გამოვედი. 4 შვილის მამა, შვილიშვილის ბაბუა ვარ, "იმან თქვა, ამან თქვაზე" აწყობილი ქალი, ემოციებით დატვირთული ქალი იყო, ეჭვიანობის ნიადაგზე უაზრობაში აღმოვჩნდით, ვიფიქრე, გავარიდებ თავს, დამშვიდდება-მეთქი და წავედი. წასასვლელის მეტი რა მაქვს, 4 სახლი მაქვს თბილისში, წყნეთში, ოფისში ჩავედი, „კომენდანტის საათი“ რადგან იყო, იქვე სახლთან ჩავედი", - განაცხადა კოდუამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები