1 2 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

კომპანია ენკას ტექნიკას სტიქიით დაზიანებული გზის გაწმენდის საშუალებას არ აძლევენ

კომპანია ენკას ტექნიკას სტიქიით დაზიანებული გზის გაწმენდის საშუალებას არ აძლევენ ინცინდენტი მოხდა სოფელ ლაჯანასთან . სტიქიით დაზიანებული გზის გასაწმენდად მისულ კომპანია „ENKA”ს ტექნიკას, სავარაუდოდ ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებმა გზა გადაუღობეს და სამუშაოების განხორციელების საშუალება არ მისცეს. ინფორმაცია ამის შესახებ „იმერული ამბების“ რედაქციას ადგილობრივმა მოსახლემ მიაწოდა. მისი თქმით ჰესის მოწინააღმდეგეების მხრიდან ხალხის დაშინება და ლანძღვა მიმდინარეობს მას შემდეგ, რაც სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს “ენკამ” პირველადი საჭიროების ნივთები გადასცა. მომხდართან დაკავშირებით ნამახვანჰესის მშენებელ კომპანიაში აცხადებენ, რომ ყოველთვის მზად არიან ადგილობრივების დასახმარებლად. “კომპანია მიიჩნევს, რომ ასეთ რთულ ვითარებაში ყველას მიზანი სტიქიით დაზარალებულების დახმარება და პრობლემის დროული მოგვარება უნდა იყოს. ENKA კვლავ გამოთქვამს მზაობას, ადგილობრივ მოსახლეობას გაუწიოს ნებისმიერი სახის დახმარება.” აცხადებენ კომპანია “ენკაში”.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები