1 5 : 0 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ნუ მომიკლავთ მამას, უსამართლობას ეწირება – გოგი წულაიას შვილი

“ნუ მომიკლავთ მამას” – წერს გოგი წულაიას შვილი, თემური წულაია სოციალურ ქსელში. ის სახალხო დამცველს მამამისის მონახულებისკენ მოუწოდებს.

„მამაჩემის, გოგი წულაიას ჯამრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ამდენი დღის შიმშილობამ და მედიკამენტების მიუღებლობამ შედეგი გამოიღო, რაც გულის ოპერაციის ფონზე, ძალიან საგანგაშო შედეგია. დღეს ხელები გაშავებია და ოთახში წაქცეულა, რის გამოც საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ყველაფერი ნათელია, დაჭერით დაიჭირეთ და ეწირება უსამართლობას, მაგრამ სიკვდილით მაინც ნუ მომიკლავთ მამას.

აქვე მინდა ვთხოვო სახალხო დამცველ ქ-ნ ნინო ლომჯარიას, მოინახულოს ამჟამად N18 პენიტენციურ ჰოსპიტალში მყოფი მამაჩემი და მოისმინოს მისი აზრი, იქნებ რისთვის შიმშილობს 13 დღეა პოლიტიკოსი გოგი წულაია, რომელმაც რამდენიმე თვის წინ ძალიან მძიმე გულის ოპერაცია გადაიტანა და შეიძლება ნებისმიერ წამს კომაში ჩავარდეს”, – წერს თემურ წულაია Facebook-ზე.

ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა გუშინ განაცხადა, რომ გოგი წულაია გადაიყვანეს ციხის საავადმყოფოში.

“რბილად რომ ვთქვა, ძალიან შეუძლოდაა. მოძრაობის დროს წაიქცა, ძალიან დასუსტებულია. 10 დღეში 15 კილო აქვს დაკლებული. ხელის კიდურების გაშავება, ორგანიზმდან აზოტის გამოყოფა დაეწყო, რაც სახიფათო ნიშნებია“, – განაცხადა გელბახიანმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები