1 2 : 1 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს საბანკო ასოციაციის ინიციატივით, კიბერუსაფრთხოების თემაზე ვებინარი გაიმართება

25 თებერვალს, 16:00 საათზე, საბანკო ასოციაციის ორგანიზებით ვებინარი გაიმართება თემაზე - „რჩევები კიბერთაღლითობის თავიდან ასარიდებლად“. ვებინარი ონლაინ პლატფორმა, Zoom-ში ჩატარდება და მასზე დასწრება ნებსმიერ მსურველს შეეძლება. 

საქართველოს საბანკო ასოციაციასთან ერთად, ვებინარში კომერციული ბანკების კიბერუსაფრთხოების მიმართულების სპეციალისტები, ასევე  ექსპერტები და ეროვნული ბანკის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. 

ვებინარზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:

·         როგორ დავიცვათ თავი კიბერთაღლითობის შემთხვევებისგან; 

·         რა უნდა გავითვალისწინოთ ინტერნეტშესყიდვების დროს;

·         რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ვებ-გვერდზე სტუმრობისას;

·         როგორ და რა ვითარებაში უნდა შევქმნათ და შევინახოთ პაროლები;

·         როგორ ვიყოთ დაცულები დისტანციური მუშაობის პირობების გათვალისწინებით;

·         როგორი ბმულებია არასანდო და როგორ უნდა მოვახდინოთ მათი იდენტიფიცირება. 

კიბერუსაფრთხოების თემაზე საინტერესო და სასარგებლო რჩევების და ინფორმაციის  გაზიარებასთან ერთად, დამსწრე აუდიტორიას შესაძლებლობა ექნება, მისთვის საინტერესო შეკითხვებზეც მიიღოს ამომწურავი პასუხები. 

ვებინარზე დასასწრებად, ეწვიეთ ბმულს: https://us02web.zoom.us/j/82267706845 .

კომენტარები

მსგავსი სიახლეები