1 3 : 0 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ნიკა ქურდიანი მსოფლიოს წლის საუკეთესო SME ბანკირების სამეულში აირჩიეს

 

Efma-მ (ევროპის ფინანსებისა და მარკეტინგის ასოციაცია) და მასტერქარდმა წლის საუკეთესო SME ბანკირი ონლაინ დაჯილდოების ცერემონიაზე გამოავლინეს. თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე ნიკა ქურდიანი მსოფლიოს საუკეთესო SME ბანკირების  სამეულში დასახელდა. 

ნომინაციაში წლის საუკეთესო SME ბანკირი სულ 7 ფინალისტი იყო წარდგენილი  მსოფლიოს წამყვანი ბანკებიდან. თიბისის კონკურენციას უწევდნენ ისეთი მსხვილი ფინანსური ინსტიტუტები, როგორიცაა, Barclays UK, Banco Itau Brazil, Swedband Sweden, Royal Bank of Canada და სხვ. 

ინსპირაციული ბანკირები მსოფლიოდან SME ბანკინგის მიმართულებით თავიათი საქმიანობის მიხედვით შეირჩნენ, კრიტერიუმებს შორის იყო ინოვაციების დანერგვა, ახალი ინიციატივები მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად, ბიზნეს შედეგები, ბანკების ზომა, საბაზრო წილი და ა.შ.  დაწესებული ჯილდოები მსოფლიოს SME ინდუსტრიის ყველაზე ინოვაციურ მოთამაშეებს გადაეცათ, შესაბამისად, ეს აღიარება დაეხმარება ინსტიტუტებს, წარმოჩინდნენ გლობალურ ინოვაციურ ლიდერებად. 

„გამარჯვებულებს აქვთ უმაღლესი სანდოობა და ლეგიტიმაცია, რადგანაც ისინი შეირჩნენ თავიანთ ქვეყნებში საყოველთაო ხმის მიცემის პრინციპით. ეს ჯილდოები იმ გამორჩეული წვლილის აღიარებას წარმოადგენს, რაც მათ მფლობელებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერაში მიუძღვით,“ - განაცხადა Efma-ს SME პროგრამების დირექტორმა ლუკას ჟუროსკამ. 

„ვულოცავ ნიკა ქურდიანს Efma-ს და მასტერქარდის ჯილდოს. ეს დიდი აღიარებაა, როგორც ჩვენთვის, თიბისისთვის, ისე ქვეყნისთვის. ჩვენს ქვეყანაში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, მცირე და საშუალო ბიზნესი წარმოადგენს ეკონომიკის მამოძრავებელ ძალას და ჩვენი, როგორც ფინანსური ინსტიტუტის როლი ძალიან დიდია ამ სეგმენტის განვითარებაში. ამ აღიარებით Efma-მ შეაფასა ის ინოვაციები და ბიზნეს ინიციატივები, რომლებიც ჩვენ და მსოფლიოს წამყვანმა ფინანსურმა ინსტიტუტებმა დავნერგეთ ბაზარზე 2020 წელს მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერებისთვის,“  - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი. 

ნიკა ქურდიანი თიბისიში მცირე და საშუალო ბიზნეს მიმართულებას 2015 წლიდან უძღვება. მანამდე მან სხვადასხვა პოზიციაზე იმუშავა UniCredit  Group-ში ავსტრიაში, თურქეთსა და ყაზახეთში. ამჟამად ის ხელმძღვანელობს თიბისის გადახდების და მარკეტინგის მიმართულებებს და საერთაშორისო ციფრულ საბანკო პლატფორმას Space.  ის, ასევე, არის TBC Uzbekistan-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. 

Efma-ს შესახებ

Efma არის მსოფლიოს წამყვანი ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების მიერ დაარსებული ევროპის ფინანსებისა და მარკეტინგის ასოციაცია. ის მსოფლიოს 133 ქვეყანაში 120 ფინანსურ ჯგუფს აერთიანებს. თავის გლობალურ ქსელში Efma აერთიანებს ფინანსური ინდუსტრიების გადაწყვეტილების მიმღებ პირებს და ხელს უწყობს მათ შორის კავშირს და ინფორმაციის გაცვლას. Efma-ს მიზანია დაეხმაროს თავის წევრებს შექმნან საუკეთესო გამოცდილებასა და უნარებზე დაფუძნებული საზოგადოება თავიანთ ქვეყნებში. ასოციაციის მისიაა თავის წევრებს შორის გაავრცელოს ინოვაციური იდეები და ინფორმაცია საუკეთესო პრაქტიკების შესახებ.  

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები