1 7 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

ანიტა რაჭველიშვილი: „იურისტებთან მაქვს კითხვა! კანონიერია ასე ჩვენი ჩაკეტვა სახლში და ნიღაბში ქუჩაში ამოხრჩობა?“

საოპერო შემსრულებელი, ანიტა რაჭველიშვილი სოციალურ ქსელში წერს იმის შესახებ, რომ ადამიანების სახლში ჩაკეტვა არაკანონიერია. რეგულაციები, მომღერლის თქმით, ავსტრიაში იურისტებმა გააპროტესტეს და შედეგად მთავრობა იძულებული გახდა, რომ რეგულაციები შეეცვალა.

გთავაზობთ ანიტას სტატუსს ამ თემაზე:

„იურისტებთან მაქვს კითხვა! კანონიერია ასე ჩვენი ჩაკეტვა სახლში და ნიღაბში ქუჩაში ამოხრჩობა? იმიტომ, რომ ავსტრიაში იურისტებმა იბრძოლეს და დადგინდა, რომ ადამიანის უფლებების დარღვევაა ადამიანის ჩაკეტვა სახლში და პირბადის ქუჩაში ტარების ვალდებულებაც! ამ საჩივრის მერე იურისტებმა მოიგეს და მთავრობა იძულებული იყო, რომ რეგულაციები შეეცვალა, რადგან სწორედ რომ რეგულაციაა და არა კანონი! ადამიანის უფლებების პირდაპირი დარღვევააო! აქ ასე დადგინდა!

ახალი რეგულაციით აქ პირბადის ტარება სავალდებულობა შენობა-ნაგევბობასა და ტრანსპორტში (რომელსაც მუშაობა არ შეუწყვეტია ევროპაში) და გასვლა სახლიდან დაშვებულია, თუ ასეირნებ შინაურ ცხოველს, გარე სპორტისთვის, სამსახურში წასასვლელად ან მოსასვლელად სამსახურიდან ,სხვა ადამიანის ან ცოცხალი არსების დასახმარებლად და გადაუდებელ შემთხვევებში,საყიდლებზე და გასასეირნებლადაც კი!

აი, ესაა სახელმწიფო და მთავრობა!

სად არიან ჩვენი იურისტები? ხომ შეიძლება ხმა ამოიღოთ?“

კომენტარები

მსგავსი სიახლეები