1 6 : 1 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

ოდესის აეროპორტში ე.წ კანონიერი ქურდი, მინდია გორაძე (ლავასოღლი) დააკავეს - უკრაინული მედია

უკრაინული მედიის ცნობით, ოდესის აეროპორტში ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი მინდია გორაძე, იგივე ლავასოღლი დააკავეს.

მედიის ცნობით, ის უკრაინაში ბელარუსიდან ჩავიდა. მათივე ინფორმაციით, აეროპორტში შემოწმებისას გორაძეს პირადობის დამადასტურებელი საბუთები არ ჰქონდა, რის შემდეგაც ის საზღვარზე გააჩერეს.

მათი ცნობით, მესაზღვრეები გორაძის უკან, მინსკში დაბრუნებას აპირებდნენ, თუმცა ის თვითდაზიანების მიყენებით დაიმუქრა. არსებული ინფორმაციით, ლავასოღლი კვლავ ოდესის აეროპორტში იმყოფება.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს მის ადვოკატს, ალექსანდრე კობაიძეს.

ქურდული სამყაროს წევრობისთვის საქართველოში გასამართლებულ მინდია გორაძეს, იგივე ლავასოღლის ბელარუსში 40-დღიანი საექსტრადიციო პატიმრობის ვადა 2020 წლის 3 აგვისტოს ამოეწურა, თუმცა საქართველოში მისი ექსტრადირება არ მომხდარა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები