1 7 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

“სახელმწიფო ძალიან დიდ შეცდომას დაუშვებს, თუ საახალწლოდ დაწესებული აკრძალვები მოიხსნება.ნუ უსმენთ ბოდვებს, რომ საქართველოს კოვიდი არ შეეხება. სწორედ ამ ავადმყოფური ფანატიზმის შედეგია ის, რაც გვჭირს."

მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში შეზღუდვების შესაძლო შემსუბუქების შესახებ ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ საახალწლოდ დაწესებული აკრძალვების მოხსნა შეცდომა იქნება.
 
 “სახელმწიფო ძალიან დიდ შეცდომას დაუშვებს, თუ საახალწლოდ დაწესებული აკრძალვები მოიხსნება.

მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველა სამსახური დისტანციურ მომსახურეობაზეა გადასული, საცობებმა ისე იმატა, გადაადგილება თითქმის შეუძლებელია.

საინტერესოა, სად მოძრაობენ ადამიანები და გაუფრთხილებლობის შემთხვევაში რა შეიძლება მოხდეს…
მედიკოსების თავდადებული შრომის ფონზე, ვირუსი მაინც მძვინვარებს.

ქვეყანაში რეკორდული მაჩვენებელი მოწმობს იმას, პირველ ადგილზე ვდგავართ პანდემიის გავრცელების მხრივ.
სრულიად უმართავი სიტუაციაა და თავად უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთის სიცოცხლეს.

ნუ უსმენთ ბოდვებს, რომ საქართველოს კოვიდი არ შეეხება. სწორედ ამ ავადმყოფური ფანატიზმის შედეგია ის, რაც გვჭირს.
ახლა მაინც ვისწავლოთ ჭკუა და მოვეშვათ მესიანისტურ ზღაპრებს!..” – წერს მამა პეტრე კოლხი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები