2 1 : 5 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„მერე იტყვიან, ინფექციამ მოკლაო, 14 დღეა სიცხე მაქვს და არავინ ყურადღებას არ მაქცევს“ – რას აცხადებს პაციენტი

კოვიდინფიცირებული, სოფო ნინუა, შემდეგი სახის მიმართვას ავრცელებს:

„მსგავსი უსამართლობის და დაუცველობის განცდა არასოდეს მქონია! ვიმყოფები კოვიდ სასტუმროში 4 დღეა, მე-14 დღეა ტემპერატურა მაქვს. 3 დღეა დამეწყო ჟანგბადის უკმარისობა, სახსრების ძლიერი ტკივილი, თავბრუსხვევა. ფილტვებზეც კი არ მოუსმენიათ თუ რა ხდება, რენტგენზე და სხვა პროცედურებზე აღარ ვსაუბრობ. სასტუმროს ექიმი მპასუხობს კითხვაზე თუ რატომ არ მისმენს ფილტვებზე – რომ არ აქვს ფონეიდოსკოპი და კოვიდ სასტუმროს არ ევალება მსგავსი რამ.

არანაირ კურსს არ გავდივარ. აი, ასე ველოდები, რომ იქნებ კოვიდი კეთილად განეწყოს ჩემ მიმართ და გადავრჩე.

4 საათის წინ მქონდა განმეორებითი სპაზმი, ვერ ვსუნთქავდი სასწრაფო გამოვიძახეო მითხრა ექიმმა და ველოდებითო. სხვა რა გზაა უსასრულობამდე ველოდები იმის განცდით, რომ შეიძლება ვერ მომისწრონ განმეორების შემთხვევაში. ვინ არის ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი? მერე იტყვიან კოვიდმა მოკლაო? არა, კოვიდი არ არის პრობლემა, პრობლემა ჯანდაცვაა. როცა პაციენტი იმ მდგომარეობაშია, როგორშიც ეხლა მე ვიმყოფები უიმედოდ, დაუცველობის სინდრომი მაქვს…“

კომენტარები

მსგავსი სიახლეები