0 8 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“ძალიან ცუდი ამბავია…ცოლი, შვილები დააბეს, მანქანა, ტელეფონები, ფული წაართვეს”

ყაჩაღობის მორიგი ფაქტი საქართველოში – ფეისბუქ მომხარებელი დავით კიზირია წერს, რომ წალკის რაიონში მცხოვრები ახალზელანდიელების ოჯახი დღეს საღამოს დააყაჩაღეს.მიცი ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარზე უკვე ინფრომირებულია.

“SOS!

წალკის რაიონში რამდენიმე წელია ახალზელანდიელების ოჯახი ცხოვრობს. მეურნეობა დაიწყეს, სასტუმროს მშენებლობა – მოკლედ, ინვესტირება მოახდინეს და დიდი გეგმები ქონდათ…
დაახ. საათნახევრის წინ დააყაჩაღეს, როგორც ვიცი ცოლი, შვილები დააბეს, მანქანა, ტელეფონები, ფული წაართვეს…
მოკლედ, ძალიან ცუდი ამბავია, დროზეა საჭირო რეაგირება!
პ.ს. ერთადერთი საშუალება არის მაქსიმალური გასაჯაროება და საზოგადოებრივი კონსოლიდაცია კრიმინალის წინააღმდეგ – სხვა გზას ვერ ვხედავ.
შსს უკვე ინფორმირებულია” – წერს კიზირია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები