ახალი თიბისი ბარათი მომაბეზრებელი კითხვების გარეშე...
თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი - თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...
|
ძლიერი სოფელი და განვითარებული რეგიონი რომ ქვეყნის ფეხზე დაყენების საუკეთესო გზაა, ეს ნამდვილად ყველასთვის ნათელია.
რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამისთვის?
რა თქმა უნდა, რეგიონის მოსახლეობისთვის შესაბამისი პირობების შექმნა, რომ საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების გზა მხოლოდ დიდ ქალაქში გადასახლება არ იყოს.
“ლელო“ სწორედ ამ პრობლემის მოგვარებას და სოფლის მეურნეობის სისტემის ძირეულ გარდაქმნას აპირებს. „ლელოს“ გუნდის მიზანი სწორედ გლეხის შეძლებულ ფერმერად გადაქცევას წარმოადგენს.
როგორია დღევანდელი რეალობა?
დღევანდელ რეალობაში მოსახლეობა იყოფა ორ ნაწილად.
პირველი ნაწილი არიან ოჯახები – რომელთაც გააჩნიათ სოფლად სახლი, უზარმაზარი დასამუშავებელი ნაკვეთები, მაგრამ ყველაფერი მიტოვებულია. რატომ? არ უღირთ შრომა, რადგან ვერ ხედავენ მისი განვითარების პოტენციალს.
რაც შეეხება მეორე ნაწილს – მათაც გააჩნიათ სოფლად სახლი, მიწის ნაკვეთი, ჰყავთ საქონელი და ეწევიან მეურნეობას. მაგრამ მოდით, ვნახოთ რა დგას ამის უკან.
პირველ რიგში, ასეთი ტიპის ოჯახებს უწევთ უდიდესი ფიზიკური შრომის გაწევა მინიმალური შემოსავლის მისაღებად. შრომა ფასეულია და სოფელი ამის გარეშე წარმოუდგენელია, მაგრამ აქვთ კი მათ ისეთი პირობები, რომლის დახმარებითაც, შრომა სათანადო მოგებას მოუტანთ? გზა, გაზი, წყალი, დენი... ამ პრობლემებიდან მინიმუმ ერთი და ხშირ შემთხვევაში მეტიც, პრაქტიკულად ყველა სოფელში გვხვდება. დამეთანხმებით, ასეთი ძირეული პრობლემების არსებობისას, დიდ მიზნებზე ფიქრი, უბრალოდ არ გამოდის.
როგორ ცარიელდება სოფელი?
გააჩნიათ მიწები, მაგრამ მის დამუშავებას სპეციალური ტექნოლოგიები სჭირდება.
პირუტყვიც ჰყავთ, მაგრამ მის მოვლას ვეტერინარი ესაჭიროება.
შემოსავალი მცირეა, ხოლო ხარჯები მაღალი.
საქმის გასამარტივებლად და ახალი სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიების შესასწავლად, სახელმწიფოსგან არ აქვთ ხელშეწყობა
ერთ დღესაც, ისინიც ჩათვლიან, რომ ამდენი ფიზიკური შრომა უბრალოდ არ ღირს. შედეგად, კი მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომ წავიდნენ ქალაქში და თავის სარჩენად იმუშაონ ნებისმიერ პოზიციაზე.
საბოლოოდ, გვრჩება დაცარიელებული სოფლები და განუვითარებელი ეკონომიკა.
„ლელო“ მოგცემთ შანს ამოძრავდეთ!
წარმოიდგინეთ, სახელმწიფო გაძლევთ შესაძლებლობას, რომ გაიაროთ გადამზადების პროგრამა, ისეთ ქვეყნებში როგორებიცაა: შვეიცარია, ჰოლანდია, ისრაელი. თან სრულიად უსასყიდლოდ. მაგარია არა?
გაცილებით მეტი კვალიფიციური კადრი ნიშნავს საქმის უკეთ განხორციელებას. იღებთ განათლებას, ბრუნდებით უკან, ხართ დასაქმებული და მიღებულ ცოდნას სხვა ქართველ ფერმერებს უზიარებთ.
„ლელოს“ პრინციპები სწორედ ასეთ მიდგომას ემყარება: ადამიანს განვითარების შესაძლებლობა უნდა მისცე და არა მზა პროდუქტი. მარტივად რომ ვთქვათ, ჯობს, სახელმწიფომ ანკესი მოგცეთ, რომლითაც მთელი ცხოვრება თევზს დაიჭერთ, ვიდრე თევზი, რომელიც ხვალ აღარ გექნებათ.
მიდგომით, რომელსაც „ლელო“ გთავაზობთ, არც ერთი გოჯი დაუმუშავებელი მიწა არ იარსებებს საქართველოში.
ყველა სოფელს აგრონომი და ვეტერინარი ეყოლება. თანდათანობით მოხდება ინფრასტრუქტურის აღდგენა და სოფლებში შეიქმნება საკონსულტაციო ცენტრები, სადაც თქვენი პროდუქციის ბრენდირებაში, გაყიდვასა და რეალიზაციაში მოგეხმარებიან.
ქართული პროდუქტი აუცილებლად უნდა წარმოადგენდეს მაღალი ხარისხის ნიშანს, რომელიც ევროპის ბაზარზე მყარად მოიკიდებს ფეხს.
ახლა კი, წარმოვიდგინოთ “ლელოს“ ფერმერი.
“ლელოს“ ფერმერს აქვს უზარმაზარი ყურძნის ვენახები კახეთში. მას სახელმწიფო დაეხმარა, რომ გაევლო საზღვარგარეთ სპეციალიზირებული კურსები მეღვინეობაში.
ჩამოვიდა ჩვენი მეღვინე საქართველოში და შეუდგა თავისი საქმის უფრო განვითარებას. ამუშავებს ვენახებს, ამისთვის აქვს ყველანაირი ტექნოლოგიური დანადგარი, ყველანაირი ინფრასტრუქტურული ხელშეწყობა, ჰყავს დამხმარე აგრონომი და იღებს ჯანსაღ პროდუქტს.
იცის, რომ ჯანსაღი პროდუქტის წარმოება ქვეყნისთვის დიდ პრიორიტეტს წარმოადგენს. დროთა განმავლობაში ჩვენი მეღვინე იმდენად განვითარდა და იმხელა გამოცდილება მიიღო, რომ გაუჩნდა ჯანსაღი ამბიცია, თავისი წარმოება კიდევ უფრო დიდ ბიზნესად გადაექცია: დაასაქმა მოქალაქეები და პროდუქცია საზღვრებს გარეთ გაიტანა.
“ლელოს“ ყველაზე მასშტაბური გეგმა რას წარმოადგენს, ჯერ არ მითქვამს?
საქართველო – ეს პატარა ქვეყანაა, რომელიც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ ხიდს წარმოადგენს. ხომ ყველა ვთანხმდებით, რომ ამ შესაძლებლობის გამოყენება აუცილებელია?
სწორედ ამას აპირებს “ლელო“, რომელსაც სოფლის გაძლიერების გარდა, თორმეტივე რეგიონისთვის, მეგა–პროექტები აქვს შემუშავებული.
· სვანეთი, ხევსურეთი, თუშეთი – სამთო–სათხილამურო, ალპინიზმის, აგროტურიზმის ცენტრი;
· ბათუმი – სანაოსნო და საზღვაო ინდუსტრიის ცენტრი;
· ანაკლია – კავკასიის კარიბჭე მსოფლიოში;
· თელავი – ღვინის მსოფლიო დედაქალაქი;
· ქართლი – აგრო და ბიო წარმოების ცენტრი;
· ქუთაისი – ლოჯისტიკური და ფინანსური ჰაბი;
· რაჭა – საერთაშორისო საზაფხულო სკოლების ცენტრი;
· სამცხე – ჯავახეთი – ისტორიულ ეთნოგრაფიული ტურიზმის ცენტრი;
· გურია – კულტურული და ტურისტული ინდუსტრიის ცენტრი.
ჩვენ თქვენთან ერთად შევქმნით ქვეყანას, რომელშიც მშვიდად და ბედნიერად ცხოვრების ყველა საშუალება იქნება - როგორც დიდ ქალაქებში, ასევე მათ მიღმა. ასევე, აუცილებლად შევქმნით ქვეყანას, რომელიც ნებისმიერი ვიზიტორის სურვილებს, მოთხოვნებსა და მოლოდინებს დააკმაყოფილებს.
გინდათ, გაიგოთ მეტი?
დანარჩენზე შემდეგ ბლოგში ვისაუბროთ.
თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი - თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...
ახალი წლის დღეებში, თბილისის და საქართველოს სხვა დიდი ქალაქების მონიტორებზე, ერთხელ მაინც შეგხვდებოდათ ადამიანების მიერ გამოგზავნილი 2025 წლის გულწრფელი სურვილები. თიბისიმ საქართველოსა და მის ფარგლებ...
ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ, Glovo-სთან და Mymarket-თან ერთად, სპეციალური ინიციატივა წამოიწყო, რომელიც ერთი მხრივ, ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული და Happyeuyear-ის პლატფორმაზ...
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, თიბისი საახალწლო კამპანიას არ გაუშვებს. სანაცვლოდ, ყველა იმ საკომუნიკაციო არხს, რომელშიც ტრადიციულად თიბისის რეკლამები თავსდება, მოქალაქეებს დაგითმობთ, რომ თქვენი ...
გუშინ ტელეკომპანია „იმედმა“ და „რუსთავი 2“-მა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს, PSP Pharma ჩართულია მასშტაბურ ეკონომიკურ ურთიერთობაში და აქვს უდიდესი შემოსავალი რუსეთიდან.&...
ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული მოქალაქეებისა და ბიზნესების მხარდასაჭერად, საქართველოს ორი ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი - თიბისი და საქართველოს ბანკი გაერთიანდა...
თიბისი კონცეპტის, მხარდაჭერით 1-დან 8 დეკემბრის ჩათვლით, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება. ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილი იქნება 5 სრულმეტრაჟიანი მხატვრული, 15 მოკლემეტრა...
იანვარი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები