ახალი თიბისი ბარათი მომაბეზრებელი კითხვების გარეშე...
თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი - თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...
|
თიბისიმ კომპანიების ფინანსური თუ არაფინანსური ოპერაციების კიდევ უფრო გასამარტივებლად ბიზნეს აპი შექმნა — მენეჯერული აპლიკაცია, რომელიც რამდენიმე ახალ ფუნქციას მოიცავს: ერთზე მეტი დავალების ერთი დიჯიპასით დადასტურებას, ბიზნეს ანგარიშებს შორის გადართვას და IBAN სკანერს.
კომპანიებს ხშირად უწევთ ინვოისების გადახდისთვის ფურცელზე დაბეჭდილი მრავალრიცხვიანი ანგარიშის ნომრის ხელით შეყვანა, ზოგჯერ კი ელექტრონული დოკუმენტები ისეა შედგენილი, რომ ამ ციფრების კოპირებას ვერ ახერხებენ, სწორედ ამ პრობლემის გადასაწყვეტად შეიქმნა ახალი ფუნქციონალი IBAN სკანერი, რომლის მეშვეობითაც მობილურის ფოტოკამერა ანგარიშის ნომრებს "კითხულობს" და მას ავტომატურად სვამს გადარიცხვის შაბლონში.
დასაწყისისთვის აპლიკაციაში IBAN ნომრის ამოცნობისთვის ფოტოკამერის დამიზნებაა საჭირო, სამომავლოდ კი აპლიკაცია აღნიშნული ნომრის "წაკითხვას" უკვე გადაღებული ფოტოს ატვირთვითაც შეძლებს.
ახალი ბიზნეს აპით უკვე სარგებლობს ქართული კომპანია „კაშკაში“, რომელიც საქართველოში შექმნილი სახისა და სხეულის მოვლის საშუალებების ბრენდია. „კაშკაში“ მომხმარებელს სერტიფიცირებული ორგანული ინგრედიენტებისგან დამზადებულ, უნიკალური ფორმულებით შექმნილ ნაწარმს სთავაზობს.
კომპანია ბაზარზე 2018 წლის ივლისიდან გამოჩნდა და დღეისათვის მისი პორტფოლიო სახისა და სხეულის მოვლის 3 განსხვავებულ ხაზს მოიცავს. „კაშკაშის“ ფორმულები მხოლოდ ვეგანური და ვეგეტარიანული ინგრედიენტებისგან შედგება და შექმნილია სწრაფი, ურბანული ტემპით მცხოვრები მომხმარებლისთვის, რომელსაც დროის სიმცირის მიუხედავად, მაინც სურს თავის მოვლის პროცესისგან სიამოვნების მიღება.
თიბისის ბიზნეს აპზე საუბრისას „კაშკაშის“ დამფუძნებელი ქეთო გიორგობიანი ამბობს, რომ IBAN სკანერი კიდევ უფრო მეტ დროს დაუზოგავს და ადამიანური შეცდომის რისკსაც მინიმუმამდე დაიყვანს.
„როდესაც რამდენიმე მიმართულებაზე ერთდროულად გიწევს ფიქრი, იზრდება მექანიკური შეცდომების დაშვების ალბათობა. ასეთი მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი დეტალების ავტომატიზაცია ქმნის შეგრძნებას, რომ გყავს ერთგვარი უხილავი ასისტენტი, რომლის დახმარებასაც მუდმივად გრძნობ", — აღნიშნავს ის.
ბიზნეს აპი კიდევ მრავალ ფუნქციას შეიძენს და გახდება მეტი, ვიდრე უბრალოდ ფინანსების მართვის აპლიკაციებია. სამომავლოდ ამ აპლიკაციის გამოყენებით ბიზნესის წარმომადგენლები შეძლებენ, თავიანთი საქმიანობის გარშემო მიიღონ და გასცენ ინფორმაცია.
თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი - თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...
ახალი წლის დღეებში, თბილისის და საქართველოს სხვა დიდი ქალაქების მონიტორებზე, ერთხელ მაინც შეგხვდებოდათ ადამიანების მიერ გამოგზავნილი 2025 წლის გულწრფელი სურვილები. თიბისიმ საქართველოსა და მის ფარგლებ...
ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ, Glovo-სთან და Mymarket-თან ერთად, სპეციალური ინიციატივა წამოიწყო, რომელიც ერთი მხრივ, ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული და Happyeuyear-ის პლატფორმაზ...
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, თიბისი საახალწლო კამპანიას არ გაუშვებს. სანაცვლოდ, ყველა იმ საკომუნიკაციო არხს, რომელშიც ტრადიციულად თიბისის რეკლამები თავსდება, მოქალაქეებს დაგითმობთ, რომ თქვენი ...
გუშინ ტელეკომპანია „იმედმა“ და „რუსთავი 2“-მა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს, PSP Pharma ჩართულია მასშტაბურ ეკონომიკურ ურთიერთობაში და აქვს უდიდესი შემოსავალი რუსეთიდან.&...
ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული მოქალაქეებისა და ბიზნესების მხარდასაჭერად, საქართველოს ორი ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი - თიბისი და საქართველოს ბანკი გაერთიანდა...
თიბისი კონცეპტის, მხარდაჭერით 1-დან 8 დეკემბრის ჩათვლით, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება. ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილი იქნება 5 სრულმეტრაჟიანი მხატვრული, 15 მოკლემეტრა...
იანვარი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები