2 0 : 0 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“ურეკში, ჩემ თვალწინ ჩამოხსნეს თოკიდან კიდევ ერთი ბიჭის გაშეშებული სხეული – ბევრს ნანახიც გეყოლებოდათ…”

გრინ ბარეტი, სოციალურ ქსელში, წერს:

“აზარტული თამაშები არაა სპორტი. იგი ნარკოტიკზე ძლიერ დამოკიდებულებას იწვევს და ჯერ პიროვნებას კლავს ადამიანში, ხოლო შემდეგ კი იმ ხორცის მასასაც, რაც ამ პიროვნებისაგან რჩება.

დამნაშავეა ის სახელმწიფო, რომლის კონსტიტუციითაც ეს მკვლელი თამაშები კატეგორიულად არ იკრძალება!

დამნაშავეა ის მთავრობა, რომელიც არათუ ხმალამოწვდილი არ ებრძვის, პირიქით სასათბურე პირობებს უქმნის ამ საერთაშორისო თაღლითების ჩვენს ქვეყანაში პარპაშს!

დამნაშავეა ის საზოგადოება, რომელიც უყურებს, ხედავს თუ როგორ ნადგურდებიან ადამიანები მატერიალურად, მენტალურად, ფიზიკურად, – და ამას იტანს… იტანს კიარადა – ყურებამდეა ჩაფლული ამ გახრწნილ ჭაობში…

დღეს დილით კიდევ ერთი ახალგაზრდა კაცის გაშეშებული სხეული ჩამოხსნეს ჩემს თვალწინ თოკიდან… თამაშობდა ეგ საწყალიო – თქვეს მერე…

აბსტრაქტულს არაფერს ვამბობ, ურეკში მოხდა ეგ ამბავი, “ნიკორას” გვერდით, თორმეტსართულიანში. იქ მუშაობდა წლებია, იქ ცხოვრობდა, სულ იქ იჯდა შავგვრემანი, მუდამ პირმცინარი ახალგაზრდა კაცი და ბევრ თქვენგანს იქნებ ნანახიც კი ყავდეს.”

კომენტარები

მსგავსი სიახლეები