ახალი თიბისი ბარათი მომაბეზრებელი კითხვების გარეშე...
თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი - თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...
|
3 სექტემბერი, 2020- სს “გალტ & თაგარტმა“ 2020 წლის 31 აგვისტოს კიდევ ერთხელ უზრუნველყო შპს “საქართველოს სალიზინგო კომპანიის“ 10 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების, 2 წლიანი ობლიგაციების, წარმატებით განთავსება. ეს “საქართველოს სალიზინგო კომპანიისთვის“ რიგით მეხუთე ემისიაა, რაც კომპანიის სტაბილურობაზე და ინვესტორების მხრიდან ნდობის მაღალ ხარისხზე მეტყველებს. მიმდინარე წლის მოვლენების გათვალისწინებით, ამ ემისიის წარმატებით დასრულება ძალიან პოზიტიური ნიშანია, როგორც კომპანიისთვის, ასევე საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრისთვის.
“საქართველოს სალიზინგო კომპანია“ მომხმარებელს უკვე მეხუთედ აძლევს შესაძლებლობას დააბანდოს თავისუფალი ფულადი სახსრები კომპანიის მიერ გამოშვებულ ობლიგაციებში. ფასიანი ქაღალდის წლიური ფიქსირებული განაკვეთი შეადგენს 7,5%-ს; აღნიშნული ფასიანი ქაღალდები დაშვებული იქნება ადგილობრივი საფონდო ბირჟის სავაჭრო სისტემაში და შესაბამისად, მოხდება დარიცხული პროცენტის გათავისუფლება გადასახადებისაგან, რაც აღნიშნულ ფასიან ქაღალდებს კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის ინვესტორებისთვის. ობლიგაციების ვადა 2 წელია და მისი სრულად დაფარვა მოხდება 2022 წლის 31 აგვისტოს. განთავსების აგენტი, როგორც ყველა წინა შემთხვევაში, აქაც “გალტ & თაგარტია“.
“მოხარულები ვართ იმ ფაქტით, რომ “საქართველოს სალიზინგო კომპანიამ“ კიდევ ერთხელ, უკვე მეხუთედ, წარმატებით განათავსა ობლიგაციები ადგილობრივ ბაზარზე. ობლიგაციებზე მოთხოვნამ ჩვენს მოლოდინს გადააჭარბა, რაც ძალიან სასიხარულოა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით თუ რა მოვლენებია დღეს მსოფლიოში. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ჩვენი კომპანიის ძალიან მაღალ სანდოობაზე და „გალტ & თაგარტის“ მაღალ პროფესიონალიზმზე მეტყველებს. გვეამაყება ის ფაქტიც, რომ ჩვენი და “გალტ & თაგარტის“ თანამშრომლობა უკვე წლებია ასე წარმატებულად გრძელდება“ - განაცხადა საქართველოს სალიზინგო კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ელდარ ახვლედიანმა.
“მოხარული ვარ ავღნიშნო “გალტ & თაგარტის“ როლი “საქართველოს სალიზინგო კომპანიის“ ობლიგაციების წარმატებით განთავსებაში. ტრანზაქციას დიდი გამოხმაურება მოჰყვა ინვესტორების მხრიდან, რის შედეგადაც მაღალი მოთხოვნა დაფიქსირდა. კიდევ ერთი წარმატებული განთავსება მეტყველებს, როგორც “საქართველოს სალიზინგო კომპანიის“ სანდოობაზე, ისე ზოგადად, საქართველოში მსგავს ტრანზაქციებზე ინვესტორების მხრიდან ნდობის ზრდაზე. ეს ქვეყნის ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის კომპანიებისთვის დაფინანსების კიდევ ერთი, მეტად ხელსაყრელი წყარო. მინდა მივულოცო “გალტ & თაგარტის“ მთელ გუნდს, რომელიც საკუთარი გამოცდილებისა და პროფესიონალიზმის წყალობით გახდა საინვესტიციო-საბანკო მომსახურების მიმწოდებელი, წამყვანი კომპანია ქვეყანაში. - განაცხადა “გალტ & თაგარტის“ მმართველმა დირექტორმა - ოთარ შარიქაძემ.
თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი - თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...
ახალი წლის დღეებში, თბილისის და საქართველოს სხვა დიდი ქალაქების მონიტორებზე, ერთხელ მაინც შეგხვდებოდათ ადამიანების მიერ გამოგზავნილი 2025 წლის გულწრფელი სურვილები. თიბისიმ საქართველოსა და მის ფარგლებ...
ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ, Glovo-სთან და Mymarket-თან ერთად, სპეციალური ინიციატივა წამოიწყო, რომელიც ერთი მხრივ, ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული და Happyeuyear-ის პლატფორმაზ...
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, თიბისი საახალწლო კამპანიას არ გაუშვებს. სანაცვლოდ, ყველა იმ საკომუნიკაციო არხს, რომელშიც ტრადიციულად თიბისის რეკლამები თავსდება, მოქალაქეებს დაგითმობთ, რომ თქვენი ...
გუშინ ტელეკომპანია „იმედმა“ და „რუსთავი 2“-მა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს, PSP Pharma ჩართულია მასშტაბურ ეკონომიკურ ურთიერთობაში და აქვს უდიდესი შემოსავალი რუსეთიდან.&...
ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული მოქალაქეებისა და ბიზნესების მხარდასაჭერად, საქართველოს ორი ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი - თიბისი და საქართველოს ბანკი გაერთიანდა...
თიბისი კონცეპტის, მხარდაჭერით 1-დან 8 დეკემბრის ჩათვლით, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება. ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილი იქნება 5 სრულმეტრაჟიანი მხატვრული, 15 მოკლემეტრა...
იანვარი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები