თიბისი IT აკადემიის კიბერუსაფრთხოების კურსი ქალები...
თიბისიმ, დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან თანამშრომლობით, საქართველოს ტექეკოსისტემაში ქალების მეტი ჩართულობისთვის, კიდევ ერთი ახალი საგანმანათლებლო პროექტი „TBC x WIC“ განახორციელა. პროექტი გან...
|
13 აგვისტო, 2020- საერთაშორისო გამოცემის, Global Finance-ის მიერ, საქართველოს ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში მომხმარებლისთვის საუკეთესო ციფრულ ბანკად დასახელდა.
Global Finance-მა საქართველოს ბანკს ჯილდო მსოფლიო დონის ჟიურის წევრების, Infosys -ის საერთაშორისო ექსპერტების მიერ მიღებული შეფასებების შემდეგ მიანიჭა. Infosys კონსალტინგის, ტექნოლოგიისა და აუთსორსინგის მსოფლიო ლიდერი კომპანიაა.
საერთაშორისო გამოცემამ მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკების გამარჯვებულები, უკვე 21-ედ, შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით გამოავლინა: მომხმარებლის მოზიდვისა და მომსახურების ციფრული სტრატეგიის სიძლიერე, მომხმარებლისათვის ციფრული შეთავაზებების წარმატებით განხორციელება, ციფრული მომხმარებლების რაოდენობის ზრდა, ციფრული პროდუქტების მრავალფეროვნება და ინიციატივები და ამ ინიციატივების შედეგად მიღებული ხელშესახები ბენეფიტები მომხმარებლისთვის. ასევე, გამართული ციფრული ფუნქციონალი და დახვეწილი დიზაინი.
„წელს გლობალურმა პანდემიამ დააჩქარე ციფრულ ბანკინგზე გადასვლის პროცესი, თუმცა განვითარებაზე ორიენტირებული ბანკები უკვე ამ გზაზე იყვნენ. ჯილდო გადაეცემა ისეთ ფინანსურ ინსტიტუტებს, რომლებიც მომხმარებლებს ბანკინგის ახალ სამყაროში მიუძღვებიან“,- განაცხადა Global Finance-ის გამომცემელმა და მთავარმა რედაქტორმა, ჯოზეფ დ. ჯიარაფუტომ.
“უპასუხო მომხმარებლის მუდმივადცვალებად მოთხოვნებს და ფეხი აუწყო გამოწვევებს, ნიშნავს იყო თანამედროვე და მუდმივი განვითარების პროცესში. ამისათვის უნდა უსმინო მომხმარებლის ხმას და იმუშაო თითოეული დეტალის სრულყოფაზე. საქართველოს ბანკის ციფრული ბანკინგი სწორედ თანამედროვე ტრენდებისა და მომხმარებელთა უშუალო ინტერესების გათვალისწინებით არის შექმნილი. ის უამრავი პროფესიონალის შრომისა და ფუნქციური სრულყოფილების წარმატებული ნიმუშია. მოხარული ვარ, რომ საქართველოს ბანკმა Global Finance-ის ჯილდო მოიპოვა. ჩვენი მიზანია, მომხმარებელს/ბიზნესს გავუმარტივოთ პროცესები, დავუზოგოთ დრო, შევუქმნათ კომფორტი და ხელი შევუწყოთ მათ სამომავლო განვითარებაში,” – განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ვახტანგ ბობოხიძემ.
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის ჯილდო კიდევ რამდენიმე კატეგორიაში მიიღო. ესენია: ჯილდო საუკეთესო ონლაინ პროდუქტის შეთავაზებებისთვის; საუკეთესო ონლაინ სერვისი ინვესტიციების მართვისთვის, საუკეთესო ციფრული ბანკი დაკრედიტებაში, საუკეთესო ციფრული სერვისები ვაჭრობის დაფინანსებისთვის.
თიბისიმ, დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან თანამშრომლობით, საქართველოს ტექეკოსისტემაში ქალების მეტი ჩართულობისთვის, კიდევ ერთი ახალი საგანმანათლებლო პროექტი „TBC x WIC“ განახორციელა. პროექტი გან...
● Taycan-მა ელექტრომობილების ისტორიაში მე-4 გინესის რეკორდი დაამყარა ● 17,503-კილომეტრიანი დრიფტი 59-მეტრიანი დიამეტრის წრეზე შ...
თიბისის საგანმანათლებლო პლატფორმის - თიბისი კამპუსის პირველ ეტაპს რომელიც განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიზნით სტუდენტებისთვის შეიქმნა, უკვე 202 კურსდამთავრებული ჰყავს. ახალგაზრდების ცოდნ...
თიბისი მეორე წელია საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატისა და MAC Georgia-ს (მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის) სასტიპენდიო პროგრამის მთავარი მხარდამჭერია. პროგრამის ფარგლებში, თიბისის ფინანსური მხარდ...
Med Award - ყოველწლიური სამედიცინო დაჯილდოება, 2025 წლის 16 თებერვალს, სასტუმრო შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში გაიმართება. გამარჯვებულებს გადაეცემათ Med Award-ს ჯილდოები, სიგელები და სხვა სპეცი...
თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი - თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...
ახალი წლის დღეებში, თბილისის და საქართველოს სხვა დიდი ქალაქების მონიტორებზე, ერთხელ მაინც შეგხვდებოდათ ადამიანების მიერ გამოგზავნილი 2025 წლის გულწრფელი სურვილები. თიბისიმ საქართველოსა და მის ფარგლებ...
იანვარი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები