0 0 : 5 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„იმოგზაურე ვისოლთან ერთად“ პროექტის ფარგლებში საქართველოში შიდა ტურიზმის მხარდამჭერი საინფორმაციო კამპანია დაიწყო

„იმოგზაურე ვისოლთან ერთად“ პროექტის ფარგლებში შიდა ტურიზმის  მხარდამჭერი ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია დაიწყო. მთელი საქართველოს მასშტაბით ადგილობრივი ტურისტებისათვის  დღემდე თითქმის უცნობი მცირე საოჯახო ტურისტული ობიექტების შესახებ ცნობადონის ამაღლებით ვისოლს სურს პანდემიის ზეგავლენით შემოსავლების გარეშე დარჩენილ მცირე ბიზნესს ვიზიტორების ნაკადი შეუქმნას და დააძლევინოს კრიზისი. ვისოლი პროექტს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით ახორციელებს. 

 „“იმოგზაურე ვისოლთან ერთად“ მრავალწლიანი კამპანიაა. რომლის ფარგლებშიც მიმდინარე წელს გვსურს ძირითადი აქცენტი საქართველოში შიდა ტურიზმის განვითარებაზე გავაკეთოთ და დავეხმაროთ იმ მცირე ზომის საოჯახო ტურისტულ ობიექტებს, რომლებიც განსაკუთრებულად დაზარალდნენ პანდემიით. მათი არსებობის შესახებ ინფორმაცია ძირითადად მხლოდ შემომყვან ტურისტულ კომპანიებსა და გიდებს ქონდათ და მეტ წილად უცხოელი ტურისტების ნაკადებზე იყვნენ დამოკიდებულნი.  შესაბამისად, მათი  ცნობადობა დაბალია ადგილობრივ ტურისტულ ბაზარზე და მათ არც შესაბამისი რესურსი გააჩნიათ, რომ მოერგონ ახალ რეალობას და დაგეგმონ შიდა ტურისტებზე გათვლილი კომუნიკაცია. „ვისოლი“ საკუთარი რესურსებით მათ ფართომასშტაბიან საინფორმაციო კამპანიას სთავაზობს და პარტნიორ ტურისტულ კომპანიებთან ერთად საქართველოში ახალაღმოჩენილ ტურისტულ ობიექტებზე სტუმრობის მსურველთ დაუვიწყარ თავგადასავლებს ჰპირდება.“, - აცხადებს „ვისოლის“ გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა. 

„მხატვრის სახლი“ ქვემო ქართლში, „ოტიას ეზო“ იმერეთში, ეთნო სოფელი "სისატურა"  სამეგრელოში, მუსხის სკოლა მუზეუმი უძველესი ხალიჩა-ფარდაგებით სამცხე ჯავახეთში, მარანი-მუზეუმი „ნუმისი“ კახეთში, „ასლანიკაშვილების მარანი“ ლეჩხუმში, სოფელი-მუზეუმი გოგოლათი რაჭაში, სასტუმრო „უშგული“ სვანეთში, ციხე მარანი „შარამანი“ შიდა ქართლში, შოთა არაბულის სასტუმრო ხევსურეთში არიან პროექტის ბენეფიციარები. ვისოლის მხარდაჭერით შერჩეული ტურისტული ცენტრების ცნობადობის შესაქმნელად საქართველოს მასშტაბით გამოჩნდება ბილბორდები, სოციალური მედიის საშუალებით გავრცელდება მათ შესახებ საინტერესო ისტორიები და სტუმრობით დაინტერესებულ პირებს ტურისტული კომპანიები Georgian Travel Group და Living Roots მოემსახურებიან.  პროფესიული ფოტოგადაღება, რომელიც ვისოლმა პროექტის ბენეფიციარებს მოუწყო, მათ მიმზიდველ ფოტობაზას შეუქმნის, რომელსაც ისინი შეხედულებისამებრ გამოიყენენებ. კომპანიის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური კი პროფესიულ კონსულტაციებს გაუწევს განვითარების საწყის ეტაპზე მყოფ მცირე ბიზნესს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:54

    ბორჯღალოსნები მე-17 ტიტულის მოლოდინში - წინ ფინალი...

    საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში რუმინეთი 43:5 დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც ესპანეთთან დაპირისპირება ელის. ამასთან, ბორჯღალოსნებმა ანთიმოზ ივერი...

  • 13:15

    თიბისის ტექსკოლის ახალ ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო...

    თიბისი, საგანმანათლებლო ინიციატივების ფარგლებში, აგრძელებს სხვადასხვა პროგრამის განვითარებას და უფროსკლასელებისთვის თიბისის ტექსკოლის ახალი ნაკადის მიღებას იწყებს. თიბისი ყოველთვის ითვალისწინებს ახა...

  • 13:04

    თიბისი ბიზნესის ინიციატივით, ბათუმში პანელური დის...

    თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსიების სერია - “ხუთშაბათის შეხვედრები” ბრუნდება. 2025 წლის პირველი ღონისძიება ბათუმში, 13 მარტს ჩატარდება და ის ორგანიზაციული ზრდის გამოწვევების თემატიკას და...

  • 12:57

    „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Kaizen Global Award-ის ჯილ...

    „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ კაიზენის 2024 წლის გლობალური ჯილდოს მფლობელია. კაიზენის ჯილდო ტოიოტას სადილეროებს ყოველწლიურად, სხვადასხვა კრიტერიუმით შეფასების შემდეგ, გადაეცემათ. იაპონური ბრენდი...

  • 19:26

    „ვოლვო ქარ კავკასია“ მესამე წელია Excellence Club-...

    „ვოლვო ქარ კავკასია” Excellence Club-ის ჯილდოს არ თმობს. Volvo Cars EMEA-ს ყოველწლიურ ბიზნესკონფერენციაზე კომპანიამ მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. Excellence Club-ის ჯილდოსთვის შედ...

  • 14:41

    თიბისი კონცეპტის აეროპორტის სერვისები უკვე მობაილბ...

    თიბისი კონცეპტის სამოგზაურო უპირატესობები ახლა უკვე ერთ სივრცეში -მობაილბანკშია ხელმისაწვდომი. კონცეპტ მომხმარებლებს თიბისის მობაილბანკის შეთავაზებების გვერდზე აეროპორტის სერვისები დაგხვდებათ, სადაც ...

  • 13:09

    არანაირი საკომისიო - უმარტივესად გადაიხადეთ ამანათ...

    12 მარტიდან 12 აპრილამდე, ყველა მომხმარებელს ექნება საშუალება, თიბისის მობაილბანკიდან უმარტივესად გადაიხადოს ამანათის ტრანსპორტირების თანხა. ამანათის გამოწერისას, მისი ტრანსპორტირების თანხას გადამზი...