ახალი თიბისი ბარათი მომაბეზრებელი კითხვების გარეშე...
თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი - თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...
|
თიბისის საზაფხულო Live-სესიები - აქ.ახლა სრულდება.
30 ივლისს, 20:00 საათზე, ყველა მსურველს საშუალება აქვს ვირტუალურად დაესწროს ცნობილი პერუელი მწერლის, ნობელის პრემიის ლაურეატის - მარიო ვარგას ლიოსას სესიას თიბისის და საბას Facebook გვერდების დახმარებით. სესია ასევე ხელმისაწვდომი იქნება გამომცემლობა ინტელექტის და მწერალთა სახლის Facebook გვერდებზე.
სესია დიალოგის რეჟიმში ჩატარდება და მისი მოდერატორი მთარგმნელი - ლანა კალანდია იქნება.
ინტერვიუ თიბისის ორგანიზებით, გამომცემლობა „ინტელექტთან“ და მწერალთა სახლთან პარტნიორობით დაიგეგმა. სესიის ფარგლებში მწერალი საკუთარი ბიოგრაფიისა და შემოქმედების საინტერესო დეტალებზე ისაუბრებს.
მარიო ვარგას ლიოსა სამხრეთ ამერიკელი მწერალი, ესეისტი, პოლიტიკოსი და ჟურნალისტია. 2010 წელს ნობელის პრემია „ძალაუფლების სტრუქტურის დეტალური აღწერისა და ამბოხებული, მებრძოლი და დამარცხებული ადამიანის ხატოვანი ასახვისათვის” მიიღო.
საყოველთაოდ აღიარებული და მრავალ ენაზე, მათ შორის ქართულადაც, ნათარგმნია მისი რომანები: „ქალაქი და ძაღლები“ (1966), „საუბარი კათედრალში“ (1975), „დეიდა ხულია და სცენარისტი“ (1982), „ბოლო ჟამის ომი“ (1984), „ცუდი გოგოს ოინები“ (2007).
მარიო ვარგას ლიოსას შემოქმედების ერთ-ერთი მთავარი თემა ძალაუფლება და სისტემის წინააღმდეგ აჯანყებული ადამიანია. სწორედ ამას ეძღვნება როგორც მისი ადრეული რომანები, ასევე ქართულ ენაზე უკვე თარგმნილი „ვაცის ნადიმი“ (2001) და „ხუთი კუთხე“ (2018). გარდა ლიტერატურისა, ლიოსა პოლიტიკოსის რანგშიც დაუპირისპირდა დიქტატურას, თუმცა პერუს მაშინდელ დიქტატორთან - ფუხიმორისთან 1990 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხდა.
საქართველოში მისი რომანები „ინტელექტსა“ და „სულაკაურის გამომცემლობას“ აქვთ გამოცემული, მთარგმნელები კი ლანა კალანდია, მაკა გოგოლაშვილი, ელისაბედ ყვავილაშვილი და ამირან გაბესკირია არიან.
მარიო ვარგას ლიოსა თანამედროვე სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ავტორი და ინტელექტუალია, რომელიც ბოლო 50 წლის განმავლობაში მსოფლიოში მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებში მუდმივად მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი - თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...
ახალი წლის დღეებში, თბილისის და საქართველოს სხვა დიდი ქალაქების მონიტორებზე, ერთხელ მაინც შეგხვდებოდათ ადამიანების მიერ გამოგზავნილი 2025 წლის გულწრფელი სურვილები. თიბისიმ საქართველოსა და მის ფარგლებ...
ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ, Glovo-სთან და Mymarket-თან ერთად, სპეციალური ინიციატივა წამოიწყო, რომელიც ერთი მხრივ, ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული და Happyeuyear-ის პლატფორმაზ...
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, თიბისი საახალწლო კამპანიას არ გაუშვებს. სანაცვლოდ, ყველა იმ საკომუნიკაციო არხს, რომელშიც ტრადიციულად თიბისის რეკლამები თავსდება, მოქალაქეებს დაგითმობთ, რომ თქვენი ...
გუშინ ტელეკომპანია „იმედმა“ და „რუსთავი 2“-მა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს, PSP Pharma ჩართულია მასშტაბურ ეკონომიკურ ურთიერთობაში და აქვს უდიდესი შემოსავალი რუსეთიდან.&...
ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული მოქალაქეებისა და ბიზნესების მხარდასაჭერად, საქართველოს ორი ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი - თიბისი და საქართველოს ბანკი გაერთიანდა...
თიბისი კონცეპტის, მხარდაჭერით 1-დან 8 დეკემბრის ჩათვლით, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება. ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილი იქნება 5 სრულმეტრაჟიანი მხატვრული, 15 მოკლემეტრა...
იანვარი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები