ახალი თიბისი ბარათი მომაბეზრებელი კითხვების გარეშე...
თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი - თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...
|
“ლელო საქართველოსთვის” ლიდერი ანა ნაცვლიშვილი ქუთაისში ბაღის პედაგოგებს და აღსაზრდელების მაობლებს შეხვდა. მისი თქმით, ბაღების გახსნის საკითხზე მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა იმსჯელოს.
“შევხვდი კერძო საბავშვო ბაღების პედაგოგებს და აღსაზრდელთა მშობლებს, ვითარება კრიტიკულია.
მაშინ, როცა არაერთი ობიექტი გაიხსნა და ახალი წესების დაცვით ფუნქციონირებს, ამ დრომდე ბაღებს არ მიუღიათ არანაირი ოფიციალური პასუხი სახელმწიფოს მხრიდან - როდის და რა ფორმით შეძლებენ, განაგრძონ ფუნქციონირება. არაერთმა ბაღმა მიმართა სახელმწიფოს განცხადებით, რომ სათანადოდ აღჭურვილები არიან და ითხოვენ შემოწმებას, რათა გახსნის ნებართვა მიიღონ. მაგრამ პასუხად მხოლოდ უყურადღებობა და დუმილია,”_ განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
“ლელოს” ლიდერის თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლებს ჰგონიათ, რომ ბაღი ერთი რიგითი ობიექტია და ამ საკითხის გადაწყვეტაზე ზრუნვა პრიორიტეტი არ არის.
“აღსაზრდელების მშობლებთან და პედაგოგებთან ერთი გასაუბრებაც საკმარისია იმისათვის, რომ დავინახოთ პრობლემათა მთელი წყება:
- ბავშვები ამოვარდნენ გრაფიკიდან, მათი სწავლა-აღზრდის პროცესი გაურკვეველი ვადით შეჩერებულია, ვერ ახერხებენ სოციალიზაციას თანატოლებთან, ბევრ მათგანს დაერღვა ფიზიკურ აქტივობის რეჟიმი, რაც ემოციურადაც მოქმედებს მათზე. შეცვლილი ვითარება არის რეალური სტრესი ბავშვებისთვის, მეტად მწვავეა იმ ბავშვების მდგომარეობა, ვისაც განსაკუთრებული საჭიროებები აქვთ.
- არანაკლებ რთულ ვითარებაში არიან მშობლები, რომლებიც ვეღარ ახერხებენ, ბავშვების მოვლას შეუთავსონ სამსახურის გრაფიკი, რამდენიმე მათგანმა აღნიშნა, რომ ამის გამო დაკარგა შემოსავლის ერთადერთი წყარო,”-აცხადებს ნაცვლიშვილი.
მისი თმით, გაურკვეველია ბაღებში დასაქმებული ადამიანების ბედიც, მათგან მხოლოდ ნაწილმა მიიღო ერთჯერადი დახმარება. გასაგებია, რომ ვირუსი არსად წასულა, თუმცა გაცხადებულად გადავედით იმ ეტაპზე, როდესაც ვსწავლობთ ვირუსთან თანაცხოვრებას. ამ პროცესში რატომღაც მივიწყებულია ჩვენი საზოგადოების ყველაზე მნიშვნელოვანი ჯგუფი: ბავშვები და მათი განვითარების ინტერესი.
“პარლამენტი უნდა იყოს ის ადგილი, სადაც განათლების და ჯანდაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მოხდება ამ საკითხების სწრაფი განხილვა და სწორი გამოსავლის მოძებნა, მაგრამ პარლამენტს ისევ ხელები აქვს დაბანილი და ამისთვის არ სცალია, რეპრესიული კანონები აქვს დაჩქარებული წესით განსახილველი.
თუ არსებობს რისკები, რომელთა დაძლევა ახალი წესებით შეუძლებელია, ბაღებს გაეცეთ დასაბუთებული პასუხი; სხვა შემთხვევაში - ვირუსის რისკები გააკონტროლონ დადგენილი წესების შესრულებაზე მკაცრი მონიტორინგით, მისცენ ბაღებს წესების დაცვით მუშაობის უფლება, ხოლო მშობლებს საშუალება, იმუშავონ შვილების უზრუნველსაყოფად,- აღნიშნა “ლელოს” ლიდერმა.
თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი - თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...
ახალი წლის დღეებში, თბილისის და საქართველოს სხვა დიდი ქალაქების მონიტორებზე, ერთხელ მაინც შეგხვდებოდათ ადამიანების მიერ გამოგზავნილი 2025 წლის გულწრფელი სურვილები. თიბისიმ საქართველოსა და მის ფარგლებ...
ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ, Glovo-სთან და Mymarket-თან ერთად, სპეციალური ინიციატივა წამოიწყო, რომელიც ერთი მხრივ, ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული და Happyeuyear-ის პლატფორმაზ...
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, თიბისი საახალწლო კამპანიას არ გაუშვებს. სანაცვლოდ, ყველა იმ საკომუნიკაციო არხს, რომელშიც ტრადიციულად თიბისის რეკლამები თავსდება, მოქალაქეებს დაგითმობთ, რომ თქვენი ...
გუშინ ტელეკომპანია „იმედმა“ და „რუსთავი 2“-მა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს, PSP Pharma ჩართულია მასშტაბურ ეკონომიკურ ურთიერთობაში და აქვს უდიდესი შემოსავალი რუსეთიდან.&...
ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული მოქალაქეებისა და ბიზნესების მხარდასაჭერად, საქართველოს ორი ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი - თიბისი და საქართველოს ბანკი გაერთიანდა...
თიბისი კონცეპტის, მხარდაჭერით 1-დან 8 დეკემბრის ჩათვლით, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება. ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილი იქნება 5 სრულმეტრაჟიანი მხატვრული, 15 მოკლემეტრა...
იანვარი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები