ახალი თიბისი ბარათი მომაბეზრებელი კითხვების გარეშე...
თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი - თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...
|
· „ევროპაბეთის“ მხარდაჭერით ახალი ფსიქორეაბილიტაციის ცენტრი „მენტალ ჰაბი“ გაიხსნა
· Responsible.ge-ს დაფინანსებით ფსიქორეაბილიტაციის კურსის გავლას თამაშზე დამოკიდებული ადამიანები „მენტალ ჰაბშიც“ შეძლებენ
„მენტალ ჰაბი“ მეორე ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრია, რომელიც „ევროპაბეთის“ პასუხისმგებლიანი თამაშის კამპანიის პარტნიორი გახდა. თანამშრომლობის ფარგლებში ცენტრი ლუდომანიით დაავადებული ადამიანების გარდა უფასო ფსიქოთერაპიულ დახმარებას იმ სამედიცინო პერსონალსაც გაუწევს, ვინც უკვე რამდენიმე თვეა covid-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაშია ჩართული.
„მენტალ ჰაბი ფსიქოლოგების, ფსიქიატრებისა და ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტების მულტიპროფილურ გუნდს აერთიანებს. გუნდის წევრები მუშაობენ როგორც ფსიქო-სოციალური საჭიროებების მქონე პაციენტებთან - თერაპიული და სამედიცინო მომსახურების მიწოდების კუთხით, ასევე აქტიურად არიან ჩართულები აკადემიურ საქმიანობაში, ატარებენ ფსიქოლოგიურ ვორქშოპებსა და სემინარებს. ჩვენ გვაერთიანებს იდეა, რომ პაციენტზე ორიენტირებული გარემო სტიგმასთან და სტერეოტიპებთან ბრძოლით იწყება.
სწორედ ასეთ ნაბიჯად მიგვაჩნია ჩვენი ჩართვა responsible.ge-ს პროექტშიც. თანამშრომლობის ფარგლებში, თავდაპირველად მხოლოდ თამაშზე დამოკიდებული ადამიანებისთვის ფსიქოთერაპიული დახმარების გაწევა გვქონდა დაგეგმილი, თუმცა მიმდინარე მოვლენებმა დაგვანახა, რომ ჩვენი საჭიროება შესაძლოა ძალიან დიდი იყოს იმ სამედიცინო პერსონალისთვისაც, ვინც მთელი ეს პერიოდი პანდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზე აღმოჩნდნენ“, - აკაკი ბურკაძე, ფსიქიატრი, „მენტალ ჰაბის“ დამფუძნებელი.
უფასო ფსიქორეაბილიტაციის კურსები როგორც ლუდომანებისთვის, ისე სამედიცინო პერსონალისთვის ევროპაბეთის სოციალური პასუხისმგებლობის პროექტებისა და პასუხისმგებლიანი თამაშის პოლიტიკის ნაწილია. ბეთსონ ჯგუფის წარმომადგენელი საქართველოში ჯგუფის ერთ-ერთი მთავარი ღირებულების პასუხისმგებლიანი თამაშის ევროპული მოდელის დანერგვას ინდუსტრიაში 2019 წლის ბოლოდან ცდილობს.
„პასუხისმგებლიანი თამაშის პოლიტიკა სამ მიმართულებას მოიცავს, ესაა პასუხისმგებლობა ბიზნესის, კომუნიკაციისა და საზოგადოების მიმართ. ჩვენი გახმაურებული თანამშრომლობა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრ „კამარასთან“ სწორედ უკანასკნელი პუნქტის ნაწილია. უფასო ფსიქორეაბილიტაციის კურსი რომელიც თებერვალში გამოცხადდა ამ დრომდე მიმდინარეობს. „კამარას“ ფსიქოთერაპევტების პროფესიონალიზმის დამსახურებით კურსი არც პანდემიის გამო შეჩერებულა და ონლაინ რეჟიმშიც წარმატებით გაგრძელდა.
მიუხედავად ჩვენს პროექტზე საზოგადოების მხრიდან არაერთგვაროვანი გამოხმაურებისა, პროგრამის გამოცხადებიდან 2 დღეში ადგილები სრულად შეივსო, რამაც მსგავსი შესაძლებლობის გაფართოების საჭიროებაში დაგვარწმუნა. კამარასთან თანამშრომლობის ფარგლებში კურსს 40-ზე მეტი ადამიანი გადის. „მენტალ ჰაბის“ რესურსით კიდევ რამდენიმე ჯგუფი შედგება. ასევე დაემატება სეანსები სამედიცინო პერსონალისთვის, რომელიც ვფიქრობთ მნიშვნელოვანი შეთავაზებაა პანდემიასთან გამკლავებისთვისაც.
responsible.ge-ის ეგიდით მომავალში მენტალური ჯანმრთელობის მიმართულებით პარტნიორების ჩამონათვალის გაფართოებას და ამით თამაშზე დამოკიდებულთათვის ფსიქორეაბილიტაციის ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გაზრდას კვლავ ვგეგმავთ “, - ლაშა გოგუა, „ევროპაბეთის“ მარკეტინგის დირექტორი.
რეგისტრაცია „მენტალ ჰაბში“ 8 ივლისიდან დაიწყება. მსურველებმა უნდა დარეკონ ნომერზე 0322 051911. ოპტიმალური კურსი 3-6 თვეს მოიცავს და კვირაში 8 საათიანი ინტენსიური დატვირთვით ჩატარდება. თუმცა, ცენტრის დამფუძნებლის განცხადებით, გამონაკლის შემთხვევებში კურსი გახანგრძლივდება და მუშაობის ინტენსივობაც გაიზრდება საბოლოო, წარმატებული შედეგების მიღწევამდე.
„ევროპაბეთმა“ პასუხისმგებლიანი თამაშის პოლიტიკა 2019 წლის დეკემბერში წარადგინა. პირველი მასშტაბური ნაბიჯი კომპანიის მხრიდან რეკლამის თვითრეგულირება გახდა, კომპანიამ გარეთ განთავსებული ყველა ბანერი ჩამოხსნა და მედიაში საკუთარი კომუნიკაციის რეგულირება დაიწყო. მცირე ხანში კი ინოვაციური ტექნოლოგია "დროის კონტროლი" დანერგა.
რეკლამაში დაზოგილი თანხა „ევროპაბეთს“ საშუალებას აძლევს, ბიუჯეტი სპორტის განვითარების, ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობისა და სხვა მნიშვნელოვანი სოციალური საკითხებისკენ მიმართოს. ვებგვერდზე responsible.ge დეტალურადაა აღწერილი ყველა ის ტექნოლოგია თუ მეთოდი, რომლითაც „ევროპაბეთის“ მომხმარებლები სარგებლობენ.
თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი - თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...
ახალი წლის დღეებში, თბილისის და საქართველოს სხვა დიდი ქალაქების მონიტორებზე, ერთხელ მაინც შეგხვდებოდათ ადამიანების მიერ გამოგზავნილი 2025 წლის გულწრფელი სურვილები. თიბისიმ საქართველოსა და მის ფარგლებ...
ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ, Glovo-სთან და Mymarket-თან ერთად, სპეციალური ინიციატივა წამოიწყო, რომელიც ერთი მხრივ, ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული და Happyeuyear-ის პლატფორმაზ...
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, თიბისი საახალწლო კამპანიას არ გაუშვებს. სანაცვლოდ, ყველა იმ საკომუნიკაციო არხს, რომელშიც ტრადიციულად თიბისის რეკლამები თავსდება, მოქალაქეებს დაგითმობთ, რომ თქვენი ...
გუშინ ტელეკომპანია „იმედმა“ და „რუსთავი 2“-მა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს, PSP Pharma ჩართულია მასშტაბურ ეკონომიკურ ურთიერთობაში და აქვს უდიდესი შემოსავალი რუსეთიდან.&...
ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული მოქალაქეებისა და ბიზნესების მხარდასაჭერად, საქართველოს ორი ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი - თიბისი და საქართველოს ბანკი გაერთიანდა...
თიბისი კონცეპტის, მხარდაჭერით 1-დან 8 დეკემბრის ჩათვლით, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება. ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილი იქნება 5 სრულმეტრაჟიანი მხატვრული, 15 მოკლემეტრა...
იანვარი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები