0 8 : 1 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

კიევში ბინების ძარცვის ბრალდებით 2 ქართველი დააკავეს

უკრაინის დედაქალაქ კიევში ბინების ძარცვის ბრალდებით 2 ქართველი დააკავეს. უკრაინელი სამართალდამცავების ინფორმაციით, 4 კაციანი დანაშაულებრივი ჯგუფის დასაკავებლად ფართომასშტაბიანი სპეცოპერაცია ჩატარდა.

დაკავებულების ვინაობას სპეცსამსახურები არ ასაჯაროებენ. უკრაინული მედია წერს, რომ მძარცველების დაკავება სახლების ძარცვიდან რამდენიმე წუთში მოხდა. ნივთმტკიცებად ამოღებულია რამდენიმე ცეცხლსასროლი იარაღი, ასევე, საკეტის სპეციალური გამხსნელები, რომლითაც დაკავებულები ბინებში შესვლას ახერხებდნენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები