ახალი თიბისი ბარათი მომაბეზრებელი კითხვების გარეშე...
თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი - თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...
|
პირველად საქართველოში, აქ და ახლა თიბისის და მასტერქარდის ორგანიზებით ორგანიზაციული ტრანსფორმაციის და ეჯაილის თემაზე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება.
კონფერენციაში „ორგანიზაციული ტრანსფორმაცია და ეჯაილი“ მონაწილეობას მიიღებენ წამყვანი პროფესიონალები საერთაშორისო კომპანიებიდან, რომლებიც მონაწილეებს გაუზიარებენ თავიანთ გამოცდილებას და ეჯაილ ტრანსფორმაციის საუკეთესო პრაქტიკებს.
კონფერენციის მონაწილეებს შორის იქნებიან ცნობილი საერთაშორისო ექსპერტები ეფი ვან დენ ბორნე და პიტერ ჯეიკობსი, რომლებიც საერთაშორისო ჰოლანდიური ბანკის ING - ის ეჯაილ ტრანსფორმაციაზე მოგვიყვებიან. ამჟამად ორივე მათგანი ეჯაილ კონსულტანტად აგრძელებს მუშაობას. კონფერენციაზე ასევე მოწვეულია გიორგი მამალაძე, კომპანია Siemens-დან, რომელიც ეჯაილთან დაკავშირებულ პირად გამოცდილებას გაუზიარებს მსმენელებს.
ასევე, მოწვეულ სპიკერებს შორის იქნებიან უცხოელი და ქართველი ექსპერტები კომანიებიდან: Mckinsey, Unicredit, IT altris, AgileLAB, Busuu, Siemens, HTC Solutions და სხვა.
თიბისის ეჯაილ ტრანსფორმაციის გზაზე გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე და გენერალური დირექტორის მოადგილე ნიკა ქურდიანი ისაუბრებენ. ისინი შეეხებიან ისეთ საკითხებს, როგორიცაა, როგორ უნდა უპასუხოს კომპანიამ გამოწვევებს და აქციოს ისინი შესაძლებლობად და რატომ დგება ორგანიზაციაში ტრანსფორმაციის საჭიროება.
კონფერენცია მიეძღვნება შემდეგ თემებს:
· რა არის ეჯაილი და როგორ მუშაობს ის სინამდილეში;
· კომუნიკაცია და კულტურული ცვლილებები ეჯაილის დროს;
· რატომ ირჩევენ ორგანიზაციები ტრანსფორმაციისთვის ეჯაილს;
· რაში ეხმარება ეჯაილი ორგანიზაციებს;
· ეჯაილ ფრეიმვორკების სპეციფიკა;
· რა არის ბიზნეს ეჯაილი;
· ექსპერიმენტული კულტურა;
· დევოპსი და ეჯაილი;
· ორგანიზაციული ტრანსფორმაციის წარმატებული ქეისები.
კონფერენციაზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია, ვისაც აინტერესებს ეჯაილი და ცვლილებები ორგანიზაციაში - სტუდენტები, ტექნოლოგიური კომპანიები, დიდი და პატარა ბიზნესების წარმომადგენლები. კონფერენციის ძირითადი ნაწილის დასრულების შემდეგ გაიმართება პანელური დისკუსიები, სადაც ქართული კომპანიების წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ ისაუბრონ თავიანთი ბიზნესის განვითარებასა და ტრანსფორმაციაზე.
კონფერენცია 2 ივლისს, ონლაინ ზუმის პლატფორმაზე ჩატარდება. კონფერენციაში მონაწილეობა ყველასთვის უფასოა. დასწრების მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია tkt.ge-ზე. დასწრება თავისუფალია.
R
თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი - თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...
ახალი წლის დღეებში, თბილისის და საქართველოს სხვა დიდი ქალაქების მონიტორებზე, ერთხელ მაინც შეგხვდებოდათ ადამიანების მიერ გამოგზავნილი 2025 წლის გულწრფელი სურვილები. თიბისიმ საქართველოსა და მის ფარგლებ...
ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ, Glovo-სთან და Mymarket-თან ერთად, სპეციალური ინიციატივა წამოიწყო, რომელიც ერთი მხრივ, ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული და Happyeuyear-ის პლატფორმაზ...
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, თიბისი საახალწლო კამპანიას არ გაუშვებს. სანაცვლოდ, ყველა იმ საკომუნიკაციო არხს, რომელშიც ტრადიციულად თიბისის რეკლამები თავსდება, მოქალაქეებს დაგითმობთ, რომ თქვენი ...
გუშინ ტელეკომპანია „იმედმა“ და „რუსთავი 2“-მა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს, PSP Pharma ჩართულია მასშტაბურ ეკონომიკურ ურთიერთობაში და აქვს უდიდესი შემოსავალი რუსეთიდან.&...
ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული მოქალაქეებისა და ბიზნესების მხარდასაჭერად, საქართველოს ორი ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი - თიბისი და საქართველოს ბანკი გაერთიანდა...
თიბისი კონცეპტის, მხარდაჭერით 1-დან 8 დეკემბრის ჩათვლით, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება. ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილი იქნება 5 სრულმეტრაჟიანი მხატვრული, 15 მოკლემეტრა...
იანვარი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები