1 3 : 0 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები მწყემსის გადმოცემასთან დაკავშირებით და უახლოეს მომავალში მოხდება მწყემსის ქართული მხარისთვის გადმოცემა-შსს

მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები მწყემსის გადმოცემასთან დაკავშირებით და არსებული ინფორმაციით, უახლოეს მომავალში მოხდება მწყემსის ქართული მხარისთვის გადმოცემა-განაცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროში. მათივე ინფორმაციით, სასაზღვრო პოლიციის ლაგოდეხის სამმართველოს მესაზღვრეებს 13 ივნისს საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე, დაუკავშირდა მწყემსი და აცნობა, რომ საქართველოს მოქალაქე, მწყემსი დ.ვ. სავარაუდოდ, რუსმა მესაზღვრეებმა დააკავეს საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით.

„პროცესში ჩართულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და შვეიცარიის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექცია. მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები მწყემსის გადმოცემასთან დაკავშირებით და არსებული ინფორმაციით, უახლოეს მომავალში მოხდება მწყემსის ქართული მხარისთვის გადმოცემა“,- განმარტეს შს სამინისტროში. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები