ახალი თიბისი ბარათი მომაბეზრებელი კითხვების გარეშე...
თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი - თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...
|
12 000-ზე მეტი დაზღვეული 101 კომპანიიდან, 3 მილიონ ლარამდე ანაზღაურებული თანხა და მომხმარებლის კმაყოფილების უმაღლესი მაჩვენებელი - ასეთია თიბისი დაზღვევის შედეგები ჯანმრთელობის დაზღვევის ბაზარზე შესვლიდან ზუსტად 1 წელიწადში.
თიბისი დაზღვევა ჯერ მხოლოდ კორპორაციულ ბაზარზე ოპერირებს და ის კერძო მსხვილი და საშუალო კომპანიების მზღვეველია. პროდუქტის ერთ-ერთი უპირატესობა მაღალი დაფარვა და ლიმიტებია, შესაბამისად, სეგმენტიც საშუალო და მაღალი ანაზრაურების მქონე აუდიტორიაა.
პროდუქტის მთავარი მახასიათებლებია:
• მომსახურების სისწრაფე - რამდენიმე საათში ანგარიშზე ჩარიცხული ანაზღაურება;
• სიმარტივე - ციფრული სერვისები: ვებ-გვერდი და ბი-ბოტი, რომელთა დახმარებითაც მომხმარებელი რამდენიმე წუთში გზავნის ასანაზღაურებელ საბუთებს, ეწერება ოჯახის ექიმთან და იღებს დაზღვევით გათვალისწინებულ სხვადასხვა სერვისს.
• დაზღვეულზე ზრუნვა - ინდივიდუალური მიდგომით, თითოეული მომხმარებლის ჯანმრთელობისთვის სასიკეთო გადაწყვეტილების მიღება.
1 წლის განმავლობაში ჯანმრთელობის დაზღვევამ სრულად უპასუხა კომპანიის მისიას და მომხმარებლის საჭიროებებზე ადაპტირებული სწრაფი, მარტივი და ციფრული პროდუქტით 12 000-ზე მეტ დაზღვეულს გაუმარტივა ცხოვრება. თიბისი დაზღვევა მოქალაქეებს არამარტო უმარტივებს ცხოვრებას, არამედ ზრუნავს მათ ჯანმრთელობასა და ჯანსაღი ცხოვრების წესზე.
„როდესაც ჯანმრთელობის დაზღვევის პროდუქტის გაშვება დავაანონსეთ, მაშინვე ჩამოვაყალიბეთ კონკრეტული გეგმა და დაპირება მომხმარებლებისათვის. მათ შორის უმთავრესი იყო მაღალი ხარისხის სერვისი, ციფრული არხების მრავალფეროვნება და ფართო პროვაიდერული ქსელი. დღეს სამივე მიმართულებით წარმატებულები ვართ. ამაზე მეტყველებს სერვისის სიმარტივითა და სისწრაფით ჩვენი დაზღვეულების კმაყოფილება, ასევე ორი ტიპის ციფრული პლატფორმის - ვებ-პორტალისა და ბი-ბოტის სრულფასოვანი მუშაობა, რასაც ზაფხულში მობილური აპლიკაციაც დაემატება. ჩვენი პროვაიდერების ქსელი მთელ საქართველოს ფარავს და 250-ზე მეტ ყველაზე მოთხოვნად კლინიკას აერთიანებს. აპრილში პროვაიდერების სიას ახალი, თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური კლინიკა - „რეიმანიც“ დაემატა“, - თიბისი დაზღვევის ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულების დირექტორი, ნინო გაჩეჩილაძე.
R
თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი - თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...
ახალი წლის დღეებში, თბილისის და საქართველოს სხვა დიდი ქალაქების მონიტორებზე, ერთხელ მაინც შეგხვდებოდათ ადამიანების მიერ გამოგზავნილი 2025 წლის გულწრფელი სურვილები. თიბისიმ საქართველოსა და მის ფარგლებ...
ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ, Glovo-სთან და Mymarket-თან ერთად, სპეციალური ინიციატივა წამოიწყო, რომელიც ერთი მხრივ, ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული და Happyeuyear-ის პლატფორმაზ...
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, თიბისი საახალწლო კამპანიას არ გაუშვებს. სანაცვლოდ, ყველა იმ საკომუნიკაციო არხს, რომელშიც ტრადიციულად თიბისის რეკლამები თავსდება, მოქალაქეებს დაგითმობთ, რომ თქვენი ...
გუშინ ტელეკომპანია „იმედმა“ და „რუსთავი 2“-მა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს, PSP Pharma ჩართულია მასშტაბურ ეკონომიკურ ურთიერთობაში და აქვს უდიდესი შემოსავალი რუსეთიდან.&...
ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული მოქალაქეებისა და ბიზნესების მხარდასაჭერად, საქართველოს ორი ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი - თიბისი და საქართველოს ბანკი გაერთიანდა...
თიბისი კონცეპტის, მხარდაჭერით 1-დან 8 დეკემბრის ჩათვლით, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება. ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილი იქნება 5 სრულმეტრაჟიანი მხატვრული, 15 მოკლემეტრა...
იანვარი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები