1 6 : 4 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"ეჭვი მეპარება ჩვენთან ვინმემ თქვას, არ გავაკეთებთ იმას, რასაც პრეზიდენტი ამბობს, შტატებში ყველაფერი სხვაგვარადაა" - ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებული სიტუაციიდან აშშ მძიმედ გამოდის. ამას პუტინი იმით ხსნის, რომ აშშ-ში ხალხის ინტერესებზე მაღლა ჯგუფური და პარტიული ინტერესები დგას, ხოლო რუსეთში ინტერესთა ასეთ კონფლიქტს ადგილი არ აქვს და ამიტომ კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაცია უკეთესია.

„ჩვენ ვსაუბრობთ გარკვეული პრობლემებსა და დანაკარგებზე, თუმცა კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაციიდან თავდაჯერებულად გამოვდივართ, მინიმალური დანაკარგებით, ღმერთმა ქნას, რომ ასე იყოს მომავალშიც. შტატებში ასე არ ხდება. მე ეჭვი მეპარება ჩვენთან ვინმემ ან მთავრობაში ან რეგიონებში თქვას: არ გავაკეთებთ იმას, რასაც ხელისუფლება ან პრეზიდენტი ამბობს. აშშ-ში ყველაფერი სხვაგვარად არის. ჩემი აზრით, პრობლემა იმაშია, რომ ჯგუფური პარტიული ინტერესები, ამ შემთხვევაში, უფრო მაღლა დგას, ვიდრე ხალხისა და საზოგადოების ინტერესები“, - განაცხადა პუტინმა ტელეარხ „რასია პირველთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები