ახალი თიბისი ბარათი მომაბეზრებელი კითხვების გარეშე...
თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი - თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...
|
20.05.20, თბილისი - დღეიდან, სასოფლო-სამეურნეო მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 200 000-ზე მეტი ფერმერი ლიბერთის "აგრო ბარათს“ მიიღებს და მთელი ქვეყნის მასშტაბით ახალი პროგრამით ისარგებლებს.
20 მაისიდან, ლიბერთი ბანკის აქტიური ანგარიშის მქონე ბენეფიციარებისათვის ეტაპობრივად იწყება „სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების“ პროგრამით გათვალისწინებული ქულების დარიცხვა და ლიბერთის მიერ ‘აგრო ბარათების’ დამზადებისა და დარიგების პროცესი.
37 მილიონიანი ბიუჯეტის მქონე პროგრამით გათვალისწინებულ სუბსიდიას მიიღებს ყველა ის ფიზიკური და იურიდიული პირი, ვისაც საკუთრებაში ან თანასაკუთრებაში აქვს საჯარო რეესტრში რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 0.25ჰა-დან 10 ჰა-ს ჩათვლით მიწის ნაკვეთი. პროგრამის თანახმად, ფერმერებს, სუბსიდიის თანხის შესაბამისი ქულები (1 ქულა = 1 ლარს) დაერიცხებათ ლიბერთი ბანკის "აგრო ბარათებზე“ 0.25 ჰექტარზე - 50 ქულა,1 ჰექტარზე - 200 ქულა, 10 ჰექტარზე - 2 000 ქულა.
ბარათის ასაღებად ფერმერმა უნდა მიმართოს ლიბერთი ბანკს. სუბსიდიის მოცულობისა და ბარათის მიღების თარიღის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებგვერდზე myliberty.ge. დარიცხული სუბსიდიის შესაბამისი ქულების გახარჯვა შესაძლებელია "აგრო ბარათის“ პოსტერმინალზე გატარებით, ლიცენზირებულ სასოფლო-სამეურნეო საქონლის სპეციალიზირებულ მაღაზიებსა და შპს სოფლის მეურნეობის ლოგისტიკისა და სერვისების კომპანიაში. დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთის მფლობელებს 2020 წლის 31 დეკემბრამდე, შესაძლებლობა აქვთ მოახდინონ მიწის ნაკვეთის პირველადი რეგისტრაცია, რის შემდგომაც ისინი შეძლებენ პროგრამაში მონაწილეობას.
პროგრამის განხორციელება დაიწყება 2020 წლის 20 მაისიდან. ფიზიკური პირები რომელთაც, თანასაკუთრებაში გააჩნიათ მიწის ნაკვეთები, ‘აგრო ბარათებზე’ ქულები დაერიცხებათ ეტაპობრივად 1 ივნისიდან და დარიცხული ქულების გამოყენება შესაძლებელი იქნება 2021 წლის 20 მაისის ჩათვლით.
‘მმოხარული ვართ, რომ დღეს მოგვეცა საშუალება ჩვენს მომხმარებელს შევთავაზოთ ახალი პროდუქტი - ‘აგრო ბარათები’, რომელზეც მათ დაერიცხებათ „სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების“ სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული სუბსიდია. ლიბერთის გააჩნია ყველაზე ფართო ქსელი და ყველაზე ახლოს არის ფერმერებთან. ეს პროგრამა ეხმარება ფერმერებს, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისის დაძლევის მიზნით. მათი უსაფრთხოდ მომსახურებისთვის, ჩვენ შევქმენით სპეციალური პლატფორმა myliberty.ge, სადაც შესაძლებელი იქნება ამ პროგრამით გათვალისწინებული ინფორმაციის მიღება. ’ - განაცხადა ლიბერთი ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორის მოადგილემ, ირაკლი აბაშიძემ
თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი - თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...
ახალი წლის დღეებში, თბილისის და საქართველოს სხვა დიდი ქალაქების მონიტორებზე, ერთხელ მაინც შეგხვდებოდათ ადამიანების მიერ გამოგზავნილი 2025 წლის გულწრფელი სურვილები. თიბისიმ საქართველოსა და მის ფარგლებ...
ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ, Glovo-სთან და Mymarket-თან ერთად, სპეციალური ინიციატივა წამოიწყო, რომელიც ერთი მხრივ, ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული და Happyeuyear-ის პლატფორმაზ...
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, თიბისი საახალწლო კამპანიას არ გაუშვებს. სანაცვლოდ, ყველა იმ საკომუნიკაციო არხს, რომელშიც ტრადიციულად თიბისის რეკლამები თავსდება, მოქალაქეებს დაგითმობთ, რომ თქვენი ...
გუშინ ტელეკომპანია „იმედმა“ და „რუსთავი 2“-მა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს, PSP Pharma ჩართულია მასშტაბურ ეკონომიკურ ურთიერთობაში და აქვს უდიდესი შემოსავალი რუსეთიდან.&...
ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული მოქალაქეებისა და ბიზნესების მხარდასაჭერად, საქართველოს ორი ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი - თიბისი და საქართველოს ბანკი გაერთიანდა...
თიბისი კონცეპტის, მხარდაჭერით 1-დან 8 დეკემბრის ჩათვლით, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება. ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილი იქნება 5 სრულმეტრაჟიანი მხატვრული, 15 მოკლემეტრა...
იანვარი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები