1 4 : 1 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“დასტურდება, რომ ა.ა.-მ დანაშაული ჩაიდინა”- 5 წლის ბავშვთან გარყვნილი ქმედების ჩადენის ფაქტზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, 5 წლის ბავშვთან გარყვნილი ქმედების ჩადენის ფაქტზე ბრალდებულ ა.ა.- ს საქმეზე სასამართლო პროცესი დღეს არის ჩანიშნული.

უწყების ინფორმაციით, ბრალდებამ დაკავებულის მიერ დანაშაულის ჩადენის დამადასტურებელი მტკიცებულებების გამოკვლევა ჯერ კიდევ თებერვალში დაასრულა, რის შემდეგ სასამართლო დაცვის მხარის მტკიცებულებებს იკვლევდა. 

თუმცა, სასამართლო პროცესის დისტანციური მიმდინარეობის გამო ტექნიკური ხარვეზების გათვალისწინებით სხდომა ორჯერ გადაიდო, რის გამოც რის გამოც ვერ მოესწრო დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის დასრულება, ასევე დასკვნითი სიტყვების წარმოთქმა.

„რადგან ბრალდებულს საპატიმრო ვადა 5 აპრილს ეწურებოდა, მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება და მას აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა 10 000 ლარიანი გირაოთი შეუცვალა. სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით, აღკვეთის ღონისძიების შეცვლა არ ნიშნავს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას. საქმეზე საქმის განხილვა გრძელდება და სხდომებზე წარდგენილია არაერთი მტკიცებულება, რითაც დასტურდება, რომ ა.ა.-მ დანაშაული ჩაიდინა. შესაბამისად, ბრალდების მხარე იმედოვნებს, რომ სასამართლო ყველა მტკიცებულებას შესაბამის შეფასებას მისცემს და ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს. საქართველოს პროკურატურა მსგავსი კატეგორიის საქმეებზე უმკაცრეს სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს თავისუფლების აღკვეთა 11-დან 15 წლამდე ემუქრება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები