1 3 : 5 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

სასმელში ზედმეტი შაქრის ჩაყრის გამო პაკისტანელმა თავისი და-ძმა მოკლა

პაკისტანის მკვიდრმა თავისი და-ძმა მოკლა. როგორც ადგილობრივი ტელეარხი Samaa იუწყება, ამის მიზეზი ის გახდა, რომ მათ შერბეთში, რომელიც ტრადიციულ სასმელია, საკმაოდ ბევრი შაქარი ჩაყარეს.

შემთხვევა ქალაქ პეშავარში მოხდა. ოჯახი ვახშმისთვის ემზადებოდა და საკვებთან ერთად მათ შერბეთიც მოამზადეს. ოჯახის ერთ-ერთ წევრს მუჰამად იშაქს სასმელი არ მოეწონა და ამაში თავისი და-ძმა დაადანაშაულა, რადგან სასმელი სწორედ მათ მოამზადეს.

საბოლოოდ, კამათი იმით დასრულდა, რომ კაცმა თავის ოჯახის წევრებს ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა, შემდეგ კი დანაშაულის ადგილიდან მიიმალა. მისი და-ძმა მიყენებული ჭრილობებისგან საავადმყოფოში გარდაიცვალა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები