0 8 : 0 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ტრამპი: შესაძლოა, ქვეყნის გახსნამ სიკვდილიანობა გამოიწვიოს, რადგან ხალხი ბინაში ან სახლში ჩაკეტილი არ იქნება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ქვეყნის გახსნა აუცილებლად გამოიწვევს კორონავირუსით სიკვდილიანობის შემთხვევების ზრდას. 

„შესაძლოა, ქვეყნის გახსნამ სიკვდილიანობა გამოიწვიოს, რადგან ხალხი ბინაში ან სახლში ჩაკეტილი არ იქნება. ამავდროულად, ჩვენ განვაგრძობთ სოციალური დისტანცირების შერნარჩუნებას, ხელების დაბანვას და ბევრი სხვა რამეს გაკეთებას, რაც ბოლო პერიოდის განმავლობაში ვისწავლეთ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა. 

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ თუ ქვეყნის ეკონომიკა არ გაიხსნება, ეს ასევე გამოიწვევს ნარკოტიკებით ან სუიციდით სიკვდილიანობას. 

„ჩვენი ქვეყანა უნდა დავიბრუნოთ. ხალხი სხვა მიზეზებითაც კვდება. ნარკოტიკებით სიკვდილიანობა იზრდება, სუიციდის შემთხვევები იზრდება. ხალხი სამუშაოს კარგავს. ხალხს სამუშაო უნდა დავუბრუნოთ“, - დასძინა დონალდ ტრამპმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები