თიბისი IT აკადემიის კიბერუსაფრთხოების კურსი ქალები...
თიბისიმ, დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან თანამშრომლობით, საქართველოს ტექეკოსისტემაში ქალების მეტი ჩართულობისთვის, კიდევ ერთი ახალი საგანმანათლებლო პროექტი „TBC x WIC“ განახორციელა. პროექტი გან...
|
იმისთვის, რომ ლიბერთის მომხმარებელი გახდე, აღარ არის საჭირო ბანკის სერვის ცენტრში მისვლა - დღეიდან, ლიბერთის დისტანციური მომსახურების მრავალფეროვან არხებს კიდევ ერთი ინოვაციური არხი დაემატება.
Covid-19-ის პრევენციისთვის, ბოლო თვეებში ლიბერთი ბანკის მიერ გადადგმულ არაერთ ნაბიჯს კიდევ ერთი პროექტი შეემატა: ონლაინ ანგარიშის გახსნა და ბარათის შეკვეთა, სახლში მიტანის სერვისით. აქამდე, მომხმარებლის იდენტიფიკაციისა და რეგისტრაციისთვის აუცილებლობას წარმოადგენდა ბანკის სერვისცენტრებსა და ფილიალებში ვიზიტი.
ონლაინ გაკლიენტების პლატფორმა საქართველოს საბანკო ბაზარზე ინოვაციურია და ბანკის ინიციატივით, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ის დაჩქარებული წესით გახდა მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი.
Visa ან MasterCard ტიპის ბარათის შეკვეთა შესაძლებელია ონლაინ, ვებ გვერდებიდან 365.ge ან libertybank.ge. ბანკი მომხმარებელს ნებისმიერ მისამართზე, უსაფრთხოების სრული დაცვით მიუტანს. თბილისში მაქსიმუმ 2 სამუშაო დღეში, ხოლო რეგიონებში მაქსიმალურად სწრაფად, შექმნილი გარემოებების გათვალისწინებით. ბარათის ონლაინ შეკვეთა შესაძლებელია, როგორც ახალი, ასევე ლიბერთის უკვე აქტიური მომხმარებლებისთვისაც, რომლებსაც აქვთ საბანკო ანგარიში, მაგრამ არ აქვთ სადებეტო ბარათი.
„ლიბერთი ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს სრულიად მომზადებული შეხვდა და ამის კიდევ ერთი დასტურია ეს ინოვაციური პლატფორმაც, რომელიც დღეს ყველა პირობას ქმნის იმისთვის, რომ ჩვენი მომხმარებლები დარჩნენ სახლში, გაუფრთხილდნენ თავს, დაიცვან უსაფრთხოების წესები და სახლიდან გაუსვლელად, კომფორტულად მიიღონ საბანკო მომსახურება. ჩვენთვის კი მთავარია ვიყოთ ყველგან და ყველასთვის ხელმისაწვდომი და რაც ამ მომენტში ყველაზე მნიშვნელოვანია - ხელი შევუწყოთ ჩვენი მომხმარებლების უსაფრთხოებას.“ - განაცხადა ლიბერთის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ ხოდელმა
ონლაინ დარეგისტრირებული ახალი მომხმარებლისთვის, ბარათის გააქტიურებისთანავე, ხელმისაწვდომია ლიბერთის სადებეტო ბარათის ყველა უპირატესობა, მათ შორის:
· ინტერნეტ და მობაილ ბანკი - ნებისმიერი საბანკო ოპერაცია დისტანციურად, ფულადი გზავნილები, ვალუტის კონვერტაციის სპეც.კურსი, მობილურის შევსება და კომუნალურების გადახდა
· ლოიალობის პროგრამა ‘ქეშბექი’ ლიბერთის ბარათების მფლობელებისთვის - ყველაზე მაღალი ქეშბექი 600-ზე მეტ მეგობარ ობიექტში: https://cashback.ge/
· Onoff.ge ტექნიკის ყველაზე სრულყოფილ კატალოგში 10%-მდე ფასდაკლება ნებისმიერი ტიპის ტექნიკის შეძენისას https://onoff.ge/
Apple Pay-ში ბარათის დამატების საშუალება და უკონტაქტო გადახდები
თიბისიმ, დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან თანამშრომლობით, საქართველოს ტექეკოსისტემაში ქალების მეტი ჩართულობისთვის, კიდევ ერთი ახალი საგანმანათლებლო პროექტი „TBC x WIC“ განახორციელა. პროექტი გან...
● Taycan-მა ელექტრომობილების ისტორიაში მე-4 გინესის რეკორდი დაამყარა ● 17,503-კილომეტრიანი დრიფტი 59-მეტრიანი დიამეტრის წრეზე შ...
თიბისის საგანმანათლებლო პლატფორმის - თიბისი კამპუსის პირველ ეტაპს რომელიც განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიზნით სტუდენტებისთვის შეიქმნა, უკვე 202 კურსდამთავრებული ჰყავს. ახალგაზრდების ცოდნ...
თიბისი მეორე წელია საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატისა და MAC Georgia-ს (მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის) სასტიპენდიო პროგრამის მთავარი მხარდამჭერია. პროგრამის ფარგლებში, თიბისის ფინანსური მხარდ...
Med Award - ყოველწლიური სამედიცინო დაჯილდოება, 2025 წლის 16 თებერვალს, სასტუმრო შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში გაიმართება. გამარჯვებულებს გადაეცემათ Med Award-ს ჯილდოები, სიგელები და სხვა სპეცი...
თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი - თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...
ახალი წლის დღეებში, თბილისის და საქართველოს სხვა დიდი ქალაქების მონიტორებზე, ერთხელ მაინც შეგხვდებოდათ ადამიანების მიერ გამოგზავნილი 2025 წლის გულწრფელი სურვილები. თიბისიმ საქართველოსა და მის ფარგლებ...
იანვარი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები