თიბისი IT აკადემიის კიბერუსაფრთხოების კურსი ქალები...
თიბისიმ, დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან თანამშრომლობით, საქართველოს ტექეკოსისტემაში ქალების მეტი ჩართულობისთვის, კიდევ ერთი ახალი საგანმანათლებლო პროექტი „TBC x WIC“ განახორციელა. პროექტი გან...
|
თიბისი განაგრძობს მოქალაქეების და ბიზნესების მხარდაჭერასა და მათთვის ცხოვრების გამარტივებას. პროგრამის - #თიბისიშენთვის მორიგი ინიციატივის ფარგლებში, დედაქალაქსა და რეგიონებში მცხოვრები 1000-ზე მეტი ხანდაზმული დახმარებას მიიღებს. პროექტის ჯამური ღირებულება 100 000 ლარია.
თიბისი ბენეფიციარებს დახმარებას ისეთ საქველმოქმედო ფონდებთან თანამშრომლობის ფარგლებში გაუწევს, როგორებიცაა: საერთაშორისო ჰუმანიტარული კავშირი - “კათარზისი“, საქველმოქმედო ფონდი - „საქართველოს კარიტასი“, საზოგადოება - „საქართველოს წითელი ჯვარი“ - საერთაშორისო წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ფედერაციის მმართველი საბჭოს წევრი და სხვა. ამ ეტაპზე კომპანია 14 მსხვილ და მცირე ზომის საქველმოქმედო ორგანიზაციასთან თანამშრომლობს.
ინიციატივის ფარგლებში, ხანდაზმულებს საკვები პროდუქტები, მედიკამენტები და პირადი ჰიგიენის საშუალებები დაურიგდებათ.
„ქვეყანაში არსებული გამოწვევის დასაძლევად, თიბისიმ არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა: ფიზიკურ პირებსა და ბიზნესებს საბანკო შეღავათები შევთავაზეთ; ციფრული ტრანსფორმაციის დახმარებით, მომხმარებლებს საშუალებას ვაძლევთ საბანკო მომსახურება სრულიად უსაფრთხოდ, დისტანციურად მიიღონ; სტუდენტებსა და მოსწავლეებს საჭირო ტექნიკით ვამარაგებთ იმისთვის, რომ შეუფერხებლად ჰქონდეთ წვდომა სწავლის ონლაინ პროცესთან; ვცდილობთ ვიზრუნოთ ყველაზე ცხელ წერტილებში დასაქმებულ პერსონალზე. თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ არსებობს ადამინათა ჯგუფი, რომლისთვისაც ახალ რეალობასთან ადაპტირება ყველაზე რთულია. ყველაზე მაღალ რისკ ჯგუფს დღეს ხანდაზმულები წარმოადგენენ. სწორედ ამიტომ, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ამ ადამიანებზე ზრუნვა, მათი უზრუნველყოფა საარსებო მინიმუმისთვის აუცილებელი პროდუქციით და ხელის შეწყობა, რომ გარეთ გასვლა არ მოუწიოთ. ხანდაზმულებისთვის მხარდაჭერა პროგრამის - #თიბისიშენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორტეტია. იგეგმება კიდევ უფრო მეტ ფონდთან პარტნიორობა იმისთვის, რომ მეტ ადამიანს დავეხმაროთ როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში.“ - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.
პროგრამა #თიბისიშენთვის COVID-19-ის შედეგებთან საბრძოლველად შეიქმნა. მხარდაჭერის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი სოციალური დახმარების ინიციატივებია, რომლის ფარგლებშიც აქცენტი დისტანციური განათლების ხელშეწყობაზე, ხანდაზმულების დახმარებასა და ციფრული ტექნოლოგიების გავრცელებაზე კეთდება.
თიბისიმ, დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან თანამშრომლობით, საქართველოს ტექეკოსისტემაში ქალების მეტი ჩართულობისთვის, კიდევ ერთი ახალი საგანმანათლებლო პროექტი „TBC x WIC“ განახორციელა. პროექტი გან...
● Taycan-მა ელექტრომობილების ისტორიაში მე-4 გინესის რეკორდი დაამყარა ● 17,503-კილომეტრიანი დრიფტი 59-მეტრიანი დიამეტრის წრეზე შ...
თიბისის საგანმანათლებლო პლატფორმის - თიბისი კამპუსის პირველ ეტაპს რომელიც განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიზნით სტუდენტებისთვის შეიქმნა, უკვე 202 კურსდამთავრებული ჰყავს. ახალგაზრდების ცოდნ...
თიბისი მეორე წელია საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატისა და MAC Georgia-ს (მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის) სასტიპენდიო პროგრამის მთავარი მხარდამჭერია. პროგრამის ფარგლებში, თიბისის ფინანსური მხარდ...
Med Award - ყოველწლიური სამედიცინო დაჯილდოება, 2025 წლის 16 თებერვალს, სასტუმრო შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში გაიმართება. გამარჯვებულებს გადაეცემათ Med Award-ს ჯილდოები, სიგელები და სხვა სპეცი...
თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი - თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...
ახალი წლის დღეებში, თბილისის და საქართველოს სხვა დიდი ქალაქების მონიტორებზე, ერთხელ მაინც შეგხვდებოდათ ადამიანების მიერ გამოგზავნილი 2025 წლის გულწრფელი სურვილები. თიბისიმ საქართველოსა და მის ფარგლებ...
იანვარი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები