0 8 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ნეიმარის დედა 22 წლის ბიჭს ხვდება

 "პარი სენ ჟერმენის" ბრზილიელი ვარსკვლავი ნეიმარის დედამ ნადინ გონსალვეშმა "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე კიბერსპორტსმენ ტიაგო რამოსთან რომანი გაასაჯაროვა.

 

 ბრაზილიელი ტიაგო 22 წლისაა და Free Fire-ის ტურნირებში 4k Easy გუნდის სახელით მონაწილეობს. Free Fire მობილური ტელეფონებისთვის განკუთვნილი თამაშია, რომელიც ბრაზილიასა და მთელ მსოფლიოში ძალიან პოპულარულია.

 

 თავად ნეიმარი, დედის რომანს ჩვეულებრივად უყურებს, ტიაგოსაც იცნობს, მასთან ერთად ფოტოც აქვს და ნადინს "ინსტაგრამზე" დადებული ფოტოს კომენტარებშიც ბედნიერება უსურვა.

 

 "ბედნიერი იყავი დედა, ძალიან მიყვარხარ,"- დაწერა ნეიმარმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები