ახალი თიბისი ბარათი მომაბეზრებელი კითხვების გარეშე...
თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი - თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...
|
საერთაშორისო ჯგუფ „ვიონის“ წევრი ბილაინი, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრისა და აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამედიცინო პერსონალის სამსახურში და სამსახურიდან ტრანსპორტირებას დღეიდან უზრუნველყოფს. კლინიკებში, სადაც Covid-19-ით ინფიცირებულ პაციენტებს მკურნალობენ, თანამშრომლები სამსახურში ძირითადად რეგიონებიდან დადიან. საქართველოში ამოქმედებული საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, გაუქმდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურება და კლინიკების პერსონალის გადაადგილებას ბილაინი დაქირავებული სატრანსპორტო კომპანიის მეშვეობით უზრუნველყოფს. ყოველი მგზავრობის დასრულებისას ხდება მანქანების დეზინფექცია და მგზავრების გადაყვანაც სახელმწიფოს დადგენილების შესაბამისად განისაზღვრება.
„ბილაინმა ახალი კორონავირუსის გაჩენისთანავე დაიწყო ვირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებები და დღესაც აქტიურად განაგრძობს. ჩვენ საქართველოში ერთ-ერთი პირველი კომპანია ვიყავით, რომელიც სრულად გადავიდა სახლიდან მუშაობაზე, მათ შორის დისტანციურად მუშაობს ბილაინის სატელეფონო ცენტრიც. ქვეყნის მასშტაბით ბილაინის ყველა მაღაზია დაკეტილია, თუმცა მომხმარებელს შეუფერხებლად შეუძლია ნებისმიერი მომსახურების მიღება ციფრული არხების მეშვეობით - აპლიკაციით, ვებგვერდითა და ონლაინ ჩატით, ასევე, სატელეფონო ცენტრით. ჩვენ ვიზრუნეთ საზღვრების ჩაკეტვის გამო საზღვარგარეთ დარჩენილ ჩვენს 2,500-მდე აბონენტზეც და მათთვის შეუფერხებელი კავშირის უზრუნველყოფისთვის როუმინგში მობილურ ინტერნეტს ვურიცხავთ საჩუქრად. ეს ბილაინის ინიციატივების მცირე ჩამონათვალია“, - განაცხადა ბილაინის გენერალურმა დირექტორმა, ანჯეი მალინოვსკიმ. - „ჩვენს თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე ზრუნვის გარდა, ვფიქრობთ, აუცილებელია, წვლილი შევიტანოთ მთლიანად ქვეყნის ბრძოლაში კორონავირუსის წინააღმდეგ. როდესაც დავინტერესდით ფრონტის ხაზზე მებრძოლი სამედიცინო პერსონალის საჭიროებებით, აღმოჩნდა, რომ მათი ტრანსპორტირება ერთ-ერთი მწვავე საკითხია. იმედი გვაქვს, რომ ამ საზრუნავის მოგვარება მნიშვნელოვან შვებას მიცემს ჩვენს მედიკოსებს, რომლებიც თავდაუზოგავად იბრძვიან თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობისთვის. მინდა მთელ ქვეყანას ვუსურვო ჯანმრთელად ყოფნა და ვირუსის სწრაფად დამარცხება“, - დაამატა ანჯეი მალინოვსკიმ.
თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი - თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...
ახალი წლის დღეებში, თბილისის და საქართველოს სხვა დიდი ქალაქების მონიტორებზე, ერთხელ მაინც შეგხვდებოდათ ადამიანების მიერ გამოგზავნილი 2025 წლის გულწრფელი სურვილები. თიბისიმ საქართველოსა და მის ფარგლებ...
ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ, Glovo-სთან და Mymarket-თან ერთად, სპეციალური ინიციატივა წამოიწყო, რომელიც ერთი მხრივ, ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული და Happyeuyear-ის პლატფორმაზ...
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, თიბისი საახალწლო კამპანიას არ გაუშვებს. სანაცვლოდ, ყველა იმ საკომუნიკაციო არხს, რომელშიც ტრადიციულად თიბისის რეკლამები თავსდება, მოქალაქეებს დაგითმობთ, რომ თქვენი ...
გუშინ ტელეკომპანია „იმედმა“ და „რუსთავი 2“-მა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს, PSP Pharma ჩართულია მასშტაბურ ეკონომიკურ ურთიერთობაში და აქვს უდიდესი შემოსავალი რუსეთიდან.&...
ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული მოქალაქეებისა და ბიზნესების მხარდასაჭერად, საქართველოს ორი ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი - თიბისი და საქართველოს ბანკი გაერთიანდა...
თიბისი კონცეპტის, მხარდაჭერით 1-დან 8 დეკემბრის ჩათვლით, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება. ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილი იქნება 5 სრულმეტრაჟიანი მხატვრული, 15 მოკლემეტრა...
იანვარი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები