თიბისი IT აკადემიის კიბერუსაფრთხოების კურსი ქალები...
თიბისიმ, დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან თანამშრომლობით, საქართველოს ტექეკოსისტემაში ქალების მეტი ჩართულობისთვის, კიდევ ერთი ახალი საგანმანათლებლო პროექტი „TBC x WIC“ განახორციელა. პროექტი გან...
|
კორონავირუსის გამოწვევებს ქართული საბანკო სექტორი მომზადებული შეხვდა. ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ბანკები დისტანციურ მართვაზე ოპერატიულად გადავიდნენ და მომხმარებელს დისტანციური სერვისები შესთავაზეს.
გადაცემა ბიზნესპარტნიორში საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ განაცხადა, რომ არსებული გამოწვევების საპასუხოდ საბანკო სექტორმა დროული და ადეკვატური რეაგირება მოახდინა.
„საბანკო სექტორმა მომენტალურად შეძლო ბიზნეს უწყვეტობისა და თანამშრომლების დაცულობისთვის დისტანცირება, ამავდროულად მოკლე პერიოდში განაცხადა მზაობა სასესხო დავალიანებების 3 თვით გადავადებაზე. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ორი ფაქტორი – ერთი, კონკრეტული ადამიანებისთვის აუცილებელი პირობა იყო ან პერიოდში არ მომხდარიყო მათთვის გადასახადების დაკისრება და მეორე, თავი ავარიდოთ თავშეყრის ადგილებში მისვლას“, – განაცხადა ძნელაძემ.
მისივე განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ ყველა ბანკმა სასესხო გადავადებები გააკეთა დისტანციურად, რისთვისაც მას გააჩნია შესაბამისი ტექნიკური და ტექნოლოგიური საშუალებები, ასევე მზად არის ამ გადავადებისთვის ისე რომ საფრთხე არ შეექმნას არც საფინანსო სისტემას და მაქსიმალური კომფორტი შეუქმნას მსესხებელს.
ბიზნესპარტნიორში ძნელაძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ დისტანციური სერვისებისა და მომსახურების შეთავაზება მნიშვნელოვანია იმ საფრთხეებიდან გამომდინარეც, რომ ვირუსის გადაცემის ერთ-ერთ საფრთხედ აღიარებული ნაღდი ფულია. „ქვეყანაში ჯერ კიდევ არის ნაღდი ფულის ბრუნვა და ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა და მომხმარებელი მაქსიმალურად უნდა გადავიდეს ელექტრონულ გადახდებზე, საბანკო სექტორი კი ამ სერვისს მომხმარებელს უკვე დიდი ხანია აქტიურად სთავაზობს“, – განმარტავს ძნელაძე.
საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ერთგვარად მომხმარებელსაც მოუწოდებს ელექტრონული სერვისების გამოყენებისკენ. „დღეს რეალურად ვგრძნობთ ელექტრონული გადახდების აუცილებლობას და გამოვიყენოთ ეს სერვისები, მით უმეტეს, რომ ყველა ბანკს უკვე აქვს დანერგილი ონლაინ ბანკი და სხვა დისტანციური საშუალებები, სწორედ ამან განაპირობა საბანკო სექტორის მყისიერი რეაგირება სხვადასხვა მიმართულებით“, – ამბობს ძნელაძე.
ამავდროულად ბანკებსა და გადახდის ტერმინალებში, ძნელაძის თქმით, აქტიურად მიმდინარეობს სადეზინფექციო სამუშაოები. ბანკები რეაგირებენ გაცემულ რეკომენდაციებზე რათა დაიცვან მომხმარებელი და თანამშრომლები, რომლებიც უზრუნველყოფილნი არიან პირბადეებით, ხელთათმანებითა და სადენზიფექციო ხსნარებით.
თიბისიმ, დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან თანამშრომლობით, საქართველოს ტექეკოსისტემაში ქალების მეტი ჩართულობისთვის, კიდევ ერთი ახალი საგანმანათლებლო პროექტი „TBC x WIC“ განახორციელა. პროექტი გან...
● Taycan-მა ელექტრომობილების ისტორიაში მე-4 გინესის რეკორდი დაამყარა ● 17,503-კილომეტრიანი დრიფტი 59-მეტრიანი დიამეტრის წრეზე შ...
თიბისის საგანმანათლებლო პლატფორმის - თიბისი კამპუსის პირველ ეტაპს რომელიც განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიზნით სტუდენტებისთვის შეიქმნა, უკვე 202 კურსდამთავრებული ჰყავს. ახალგაზრდების ცოდნ...
თიბისი მეორე წელია საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატისა და MAC Georgia-ს (მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის) სასტიპენდიო პროგრამის მთავარი მხარდამჭერია. პროგრამის ფარგლებში, თიბისის ფინანსური მხარდ...
Med Award - ყოველწლიური სამედიცინო დაჯილდოება, 2025 წლის 16 თებერვალს, სასტუმრო შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში გაიმართება. გამარჯვებულებს გადაეცემათ Med Award-ს ჯილდოები, სიგელები და სხვა სპეცი...
თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი - თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...
ახალი წლის დღეებში, თბილისის და საქართველოს სხვა დიდი ქალაქების მონიტორებზე, ერთხელ მაინც შეგხვდებოდათ ადამიანების მიერ გამოგზავნილი 2025 წლის გულწრფელი სურვილები. თიბისიმ საქართველოსა და მის ფარგლებ...
იანვარი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები