ახალი თიბისი ბარათი მომაბეზრებელი კითხვების გარეშე...
თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი - თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...
|
24 თებერვალს, ბარსელონაში გამართულ ვირტუალურ პრეზენტაციაზე, კომანია HUAWEI-მ, ახალ 5G პროდუქტებთან ერთად, აპლიკაციების საკუთარი მარკეტი, AppGallery-ც წარადგინა, რომელიც მსოფლიო მასშტაბით მესამე ადგილზეა და ჯამში 1,700-ზე მეტ აპლიაკციას აერთიანებს.
უნდა აღნინიშნოს, რომ HUAWEI AppGallery-ში თავმოყრილ სწრაფ, ხარისხიან და ინოვაციურ აპლიკაციებს არ სჭირდებათ ინსტალაცია და ამასთან მოიხმარენ მინიმალურად მცირე მეხსიერებას. AppGallery-ში ინოვაციური კატეგორიის აპლიკაციებში, გაერთიანებული სწრაფი პროგრამები გათვლილია 5G ქსელისთვის ადაპტრირებულ მოწყობილობებზე.
„იგრძენი და აკონტროლე შენი უსაფრთხოება - ეს ყოველთვის იყო ჩვენი ფილოსოფიის საწყისი,“ - აღნიშნავს რიჩარდ იუ, HUAWEI-სმომხმარებელთა ბიზნეს ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი. „ტოპ პრიორიტეტებში დავსახეთ, ჩვენს ყველა ბიზნესში კონფიდენციალურობის და კიბერ უსაფრთხოების დაცვა, რასაც საკმაოდ მკაცრად მივსდევთ კიდეც, შესაბამისად ჩენი AppGallery-ც მოხმმარებელთა უსაფრთხოების სრულ გარანტიას ითვალისწინებს.“
AppGallery გვთავაზობს ვერიფიკაციის მაღალ დონეს, რათა დაიცვას მომხმარებელთა მონაცემები. ისეთი პირადი ინფორმაცია, როგორიცაა ბიომეტრიული მონაცემები - არასდროს გავა HUAWEI-ს მოწყობილობის გარეთ, რაც მომხმარებელს, პერსონალურ ინფორმაციაზე სრული კონტროლის საშულაებას აძლევს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პროდუქტი ბრიტანეთის ერთ-ერთ უდიდესს მედია კომპანიასთან (NEWS UK) კოლაბორაციით იქმნება, რაც მკვეთრად განსაზღვრავს კონტენტის მაღალ ხარისხს.
AppGallery-ს სწრაფი და უფასო მომსახურება დაფუძნებულია ე.წ. „სწრაფ აპლიკაციებზე“ (Quick Apps), კერძოდ კი შეიქმნა აპლიკაციების ახალი ეკოსისტემა, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ძლიერ ფუქნციონალს და ავტომატურ განახლებებს HTML5 გვერდისთვის. ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, აპების ნაკლები მოცულობა, რაც მინიმალურად ათვისებულ მეხსიერებას გულისხმობს ეს განასხვავებს ამ პროდუქტს სხვა პროგრამებისგან - მომხმარებლებს 1GB-იან სივრცეში შეუძლიათ მიიღონ და განათავსონ 2000-ზე მეტი სწრაფი აპლიკაცია - 20 სტანდარტული აპლიკაციის ნაცვლად.გარდა ამისა, აპლიკაციების გადმოტანა სმარტფონის ეკრანზე გაცილებით მარტივად, ყოველგავრი ინსტალაციის გარეშე არის შესაძლებელი უნდა აღინიშნოს, რომ კომპანია HUAWEI მთელი მსოფლიო მასშტაბით, მომხმარებლების დაცვის მიზნით, უკვე წლებია აქტიურად ქმნის სანდო მობილური აპლიკაციის ეკოსისტემას და პიონერია უსაფრთხოების ახალი სისტემების მიმართულებით, რომელიც მოიცავს დეველოპერების რეალური სახელის გადამოწმებას, 4 საფეხურიანი განხილვის პროცესს, ჩამოტვირთვისა და ინსტალაციის დროს უსაფრთხოების დაცვას, ასევე უსაფრთხო აპლიკაციების ოპერაციების პრევენციის მექანიზმს.
HUAWEI -ის მობილური სერვისების ეკოსისტემა სწრაფად განვითარდა და პროდუქტები და სერვისები ხელმისაწვდომია 170-ზე მეტ ქვეყანაში და გამოიყენება მსოფლიოს მოსახლეობის მესამედის მიერ. კომპანიამ უკვე მოიზიდა 1.07 მილიონზე მეტი რეგისტრირებული დეველოპერი მთელი მსოფლიოდან. მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებს თექვსმეტი კვლევისა და განვითარების ცენტრი აშშ-ში, გერმანიაში, შვედეთში, რუსეთში, ინდოეთსა და ჩინეთში. HUAWEI Consumer BG არის HUAWEI სამი ბიზნეს ერთეულიდან ერთ-ერთი, მათ ძირითად მიმართულებას სმარტფონების, პერსონალური კომპიუტერების, ტაბლეტებისა და ქლაუდ სერვისების წარმოება წარმოადგენს. HUAWEI-ის გლობალური ქსელი ეყრდნობა ტელეკომუნიკაციის ბიზნესში 20 წლიან გამოცდილებას და ემსახურება მომხმარებლისთვის ინოვაციური ტექნოლოგიების შეთავაზებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი - თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...
ახალი წლის დღეებში, თბილისის და საქართველოს სხვა დიდი ქალაქების მონიტორებზე, ერთხელ მაინც შეგხვდებოდათ ადამიანების მიერ გამოგზავნილი 2025 წლის გულწრფელი სურვილები. თიბისიმ საქართველოსა და მის ფარგლებ...
ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ, Glovo-სთან და Mymarket-თან ერთად, სპეციალური ინიციატივა წამოიწყო, რომელიც ერთი მხრივ, ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული და Happyeuyear-ის პლატფორმაზ...
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, თიბისი საახალწლო კამპანიას არ გაუშვებს. სანაცვლოდ, ყველა იმ საკომუნიკაციო არხს, რომელშიც ტრადიციულად თიბისის რეკლამები თავსდება, მოქალაქეებს დაგითმობთ, რომ თქვენი ...
გუშინ ტელეკომპანია „იმედმა“ და „რუსთავი 2“-მა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს, PSP Pharma ჩართულია მასშტაბურ ეკონომიკურ ურთიერთობაში და აქვს უდიდესი შემოსავალი რუსეთიდან.&...
ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული მოქალაქეებისა და ბიზნესების მხარდასაჭერად, საქართველოს ორი ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი - თიბისი და საქართველოს ბანკი გაერთიანდა...
თიბისი კონცეპტის, მხარდაჭერით 1-დან 8 დეკემბრის ჩათვლით, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება. ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილი იქნება 5 სრულმეტრაჟიანი მხატვრული, 15 მოკლემეტრა...
იანვარი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები